მოვუგეთ დღეს ჩერნოგორიას.
Roentgenნორმალური ვითამაშეთ ორივემ.
რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გუნდია და ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო ფარქვეშა მოთამაშეები ყავს, მაგრამ დღეს რევანში გვქონდა ასაღები. წინა სეზონში ამ ნაკრებმა, ამ კალათბურთელებმა და ამ მენეჯერმა მსუბუქი თამაშით მოგვიგეს. ამიტომ დღეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა რომ გაგვემარჯვა. შეიძლება ითქვას რო თავისივე კოზირით ვაჯობეთ.
ამ ბოლო დღეებში იშვიათად ვახერხებდი აქ შემოსვლას და თამაშის წინაც არაფერი დამიწერია მეტოქეებზე, სამაგიეროდ ვნახე ამ ნაკრების აბსოლიტურათ ყველა თამაში, წინა სეზონიდან მოყოლებული და ზუსტად ვიცოდი რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა.
ჩვენი ნაკრების ყველა მენეჯერმა მაქსიმუმი გააკეთა და ძალიან დიდწილად მათი დამსახურებაა დღევანდელი გამარჯვება. ყველამ მაქსიმალურად გაითვალისწინა ის თხოვნები თუ შენიშვნები რაც მათ კალათბურთელებთან მქონდა და შედეგიც სახეზეა.
თამაშის ანალიზს მოგვიანებით დავდებ. საკმაოდ სერიოზული ხარვეზები გამოჩნდა ამ ტაქტიკით და ამ შემადგენლობით თამაშისას, რომელიც აუცილებლათ უნდა გამოსწორდეს.
დღეს დასვენების დღეა და უკვე ხვალიდან ვიწყებთ მზადებას პერუსთან სათამაშოთ.
იმედი მაქვს კიდევ ერთი კვირა ისევ ჩვენ ვიქნებით ცხრილში პირველ ადგილზე და ჩვენს შემდეგ დანარჩენი მსოფლიო