Roentgenმართალია წინ ძალიან ძლიერი გუნდები გველოდებიან. კომპიუტერული თამაშივითაა

რაც უფრო მეტ ტურებში გავდივართ მით უფრო ძლიერი გუნდები გვხვდებიან.
ქართული ბაზერის ყველა მენეჯერი ერთად ვაკეთებთ ერთი დიდ საქმეს. ვიგებთ და ყველას გვიხარია, ვაგებთ და ეს საერთო პრობლემაა, მაგრამ ყოველი წაგების შემდეგ ჩვენ გაცილებით ძლიერები ვხდებით. ერთი ჭკვიანური ქართული ანდაზა მახსენდება: ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო. ჩვენი ნაკრების საქმეც ეგრეა როგორც კი წავაგებთ მერე თვალნათლივ გამოჩნდება ყველა პრობლემა და თუ ყველა ერთად მივხედავთ ამას, მაშინ გაცილებით ძლიერები დავბრუნდებით.
ისაც მართალია რომ ჩვენ ეხლა გაცილებით ძლიერები ვართ ვიდრე ოდესმე, თუმცა ეს მაქსიმუმი სულაც არაა და ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, უფრო დავხვეწავთ თამაშსაც და ტაქტიკასაც.
M43DL0შეიძლება ჯერ კიდევ ნაწყენი ხარ, ჩემზეც ქართველ მენეჯერბზეც და ნაკრებზეც ან შეიძლება უკვე ყველაფერი ჩავლილიცაა. ყოველ შემთხვევაში მე როგორც ქართველად გაზრდილ ადამიანს და როგორც ამ თამაშში ნაკრების მენეჯერს ყველაფერი დავიწყებული მაქ. არ მინდა რომ თუნდაც მე, შენ ან რომელიმე სხვა მენეჯერს გულში რაიმე ხინჯივით გვქონდეს და აქვე საჯაროდ გიწვდი მეგობრობის ხელს. იმიტომ რომ ქართველები ვართ და ესე უნდა მოვიქცეთ.
თამაშს რაც შეეხებ, ეს თამაში ყველას გვიყვარს, შეიძლება გუნდები ერთმანეთის კონკურენტებიც იყვნენ, მაგრამ ნაკრები ერთი გვყავს და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ. მე ვაფასებ და პატივს ვცემ ნებისმიერ მოსაზრებას ჩვენი ნაკრების შემადგენლობაზე ან ტაქტიკაზე. ბევრჯერ მითქვია და კიდე ერთხელ დავწერ, რომ ყველამ ჩვენი აზრი უნდა ვთქვათ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ ყველა თამაშზე. რა არი გამოსასწორებელი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასე შემდეგ, მაშინ ვიქნებით ჩვენ გაცილებით ძლიერები.