U21: აფდეითი ევროპის E შესარჩევი ჯგუფის შესახებ
http://www.buzzerbeater.com/world/standings.aspx?teamid=1062როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონელებმა მოგვიგეს - ისევ 50 ქულით. ორივე გუნდმა მსუბუქად ითამაშა, მაგრამ პოლონელების ენთუზიაზმი ჩვენზე მაღალი იყო აშკარად. ასევე ცხადი იყო მათი მრავალჯერადი უპირატესობა შემსრულებლების ოსტატობაში. ისიც უნდა ითქვას, რომ მე დაცვა ვერ გამოვიცანი და 50-ქულიანი განსხვავება ამანაც განაპირობა.
ჩვენი ნაკრების ენთუზიაზმი პირველ მატჩში რუმინელებთან მთელი ძალით თამაშის შემდეგ ისე დაეცა, რომ ორი მსუბუქი თამაშის მერეც კი ამჟამად მხოლოდ 5-ზეა. ეს უნგრელებთან შემდეგი თამაშისათვის დიდ არჩევანს არ გვიტოვებს - მით უმეტეს მათი ბრწყინვალე თამაშების შემხედვარე, ალბათ ისევ დაგეგმილი წაგება მოგვიწევს.
ნაკრებში დავიმატეთ ორი კაცი, რომლებსაც კარგი მაჩვენებლები (ჩვენი პირობებისათვის...) აქვთ ამ მომენტში. ესენია გელაძე და ბერია - ორივე მსროლელია. გვიჭირს ცენტრებ-მძიმეებში, სადაც ერთი კაცის გარდა სხვები ქრონიკულად არ არიან ფორმაში. რას უნდა ველოდოთ, როცა მძიმე ფორვარდად გვიწევს 70K DMI-ანი ხალხის დაყენება, მეტოქეს კი 1000K-იანების დიდი არჩევანი აქვს?
სხვა მატჩები: ისლანდიამ წინა ტურში დახარჯა მთელი ძალა და ახლა მადიარებთან 45 ქულა წააგო (ორივემ მსუბუქი დააყენა). ჩვენთვის კარგი შედეგით დამთავრდა ჩვენი უშუალო კონკურენტების თამაშები - ორივემ წააგო. დანიამ ლიტვასთან ჭიდაობა გადაწყვიტა (მსუბუქი არ დააყენა) და მაინც წააგო, ჩერნოგორია კი სულ ორი ქულით ჩამორჩა რუმინეთს თანაბარ თამაშში, რითაც ფრიად გაგვახარა.
რეიტინგში 4 ქულა დავკარგეთ, კლასიფიკაციაში იგივე ადგილზე ვართ.
Ratings 12.ოქტ 19.ოქტ 26.ოქტ 02.ნოემ
Lietuva 675,4 672,4 669,9 663
Poland 372,1 370,6 353,9 353
Magyarország 229,1 232,9 238,3 237,7
România 225,4 203,7 215 224,9
Ísland 184,9 188 200,7 193,5
Crna Gora 165,9 167,6 148,6 135
Danmark 125,5 123,3 124,5 125,4
Sakartvelo 98,8 113,3 110,5 106,2
Rankings 12.ოქტ 19.ოქტ 26.ოქტ 02.ნოემ
Lietuva 5 5 5 5
Poland 12 12 13 12
Magyarország 28 28 28 29
România 31 36 35 32
Ísland 43 43 40 42
Crna Gora 55 52 58 65
Danmark 68 67 68 68
Sakartvelo 75 72 73 73
ამ ტურში ჯერაც წაუგებელ უნგრეთს უნდა დავეჯახოთ. ჩვენი შანსები პრაქტიკულად ნულია - ვისაც ეჭვი ეპარება, უნგრელების რეიტინგები ნახოს და ჩვენსას შეადაროს. თან უნგრეთმა ყველა თამაში მსუბუქად ითამაშა და ეხლა ენთუზიაზმი 10-თან უნდა ჰქონდეს.
თუ ამ ტურში ისლანდიამ მსუბუქი არ ითამაშა, ვნახოთ - იქნებ შემდეგ ტურში მოგებაზე ვითამაშოთ (უნგრელების მერე მაგათ ვეჯახებით). თუმცა დანიელებთან და ჩერნოგორიელებთან მოგებები სატურნირო თვალსაზრისით მაინც უფრო მნიშვნელოვანი იქნება.
ეგაა.
P.S. ქალაქში არყოფნის გამო ეს რეპორტაჟი დაგვიანებით გავაკეთე. შემდეგ კვირაშიც არ ვიქნები. თამაშებს მივხედავ, აი რეპორტაჟები კი ისევ შეიძლება დაგვიანდეს...