ინფორმაცია ჩვენი U21-ის უნგრეთთან დღევანდელი მატჩისათვის მომზადების შესახებ:
სელექცია:
სელექციის "ფართო" სია 26 მოთამაშეს მოიცავს, რომლებიც ყოველკვირეული მონიტორინგის ქვეშ არიან. "ვიწრო" სია (ნაკრები) ახლა 15 კაცს მოიცავს (ამას პლიუს 24-წლიანი ხუნწარია, რომელიც სიაში შემთხვევითაა, მაგრამ გაშვება ენთუზიაზმის დაწევას გამოიწვევს. ამიტომ არ ვუშვებ და ვერც ვათამაშებ.).
დღევანდელი DMI-ს მიხედვით სიტუაცია საშუალოზე ცოტა უარესია. უძლიერესი ფორმა სულ სამ კაცს აქვს.
პირველი ხუთეული ფარქვეშ დაცვის და მოხსნის უკეთესი სკილების მქონე მოთამაშეებით დაკომპლექტდა (აქვე ვამაგრებ ექსელის ფაილს განაცხადის შესახებ მთელი ინფორმაციით). მადიარები ფარქვეშიდან უტევენ და ვცდილობ ჩვენი მწირი რესურსიდან მაქსიმუმი ამოვქაჩო ფარქვეშ დაცვისა და მოხსნების თვალსაზრისით.
ტაქტიკა:
ამ თამაშს ისევ ენთუზიაზმის გასაზრდელად ვიყენებ. მადიარები ბრწყინვალე ფორმაში არიან და მოგებაზე ვერ ვითამაშებთ. ვაყენებ 2-3 დაცვას (უნგრეთი სამივე განვლილ თამაშში ფარქვეშ უტევდა და კაცი-კაცზე დაცვას თამაშობდა). შეტევაში მოძრაობას ვაყენებთ - გაქცევა-ტყორცნაც შეიძლება, თუმცა დიდი განსხვავება არ იქნება ამ პირობებში და ეხლა ასე ვცდით.
პროგნოზი:
ჩვენი პირველი ხუთეულის ჯამური DMI 725K-ა; უნგრელებისა - 3300K. წავაგებთ, თუმცა წინა თამაშებზე ნაკლები სხვაობით. თუ უნგრელებმა ძირითადი შემადგენლობა დაასვენეს, იქნებ ერთი პერიოდი მოვიგოთ, მეტს ვერ ვქაჩავთ.
სტრატეგია:
ეს ბოლო 100%-ით დაგეგმილი წასაგები თამაშია. შემდეგ ტურში ისლანდიასთან ჩვენი ტაქტიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ამ ტურში რას იზამენ ისლანდიელები.
ეგაა.
This post has been edited by Roentgen on 8 Nov 2010, 03:23
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 29 )
U21_vs_Magyarorszag_v1.zip