ინფორმაცია ჩვენი U21-ის ისლანდიასთან ხვალინდელი მატჩისათვის მომზადების შესახებ:
სელექცია:
ნაკრებში ავიყვანე სენიუტა - ნომინალურად ძალისმიერი ფორვარდია, მაგრამ შესანიშნავი გარე შეტევის სკილები აქვს და როგორც იქნა, ფორმაშია, ამჟამად სელექციის "ვიწრო" სია (ნაკრები) უკვე 17 კაცს მოიცავს (უსარგებლო ხუნწარიას და ტრავმირებული ბერიას ჩათვლით). "ფართო" სიაში ისევ 26 მოთამაშეა.
ტაქტიკა:
ისლანდიელებმა რუმინეთთან წინა თამაშში დაცვა ვერ გამოიცნეს - რუმინელებმა ზედიზედ რამდენიმეჯერ ფარქვეშა შეტევა ითამაშეს, ისლანდიასთან კი უცებ შეცვალეს. ჩვენც ვეცდებით იგივე ოინი გავაკეთოთ - ზედიზედ ოთხი გარე შეტევის თამაშის შემდეგ ფარქვეშ შეტევას დავაყენებ..
იმედია ისლანდიელი მენეჯერი ერთხელაც წამოეგება ტყუილს. მით უმეტეს, რომ მათ ძირითად ფორვარდებს ჩვენებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ (ეს ნახეთ -
http://www.buzzerbeater.com/player/12279707/overview.aspx ) და ჩვენი მხრიდან ფარქვეშ შეტევის დაყენება საკმაოდ თავხედური ნაბიჯი ჩანს. მიუხედავად ამისა, ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევ სამი მიზეზის გამო:
1. სიურპრიზის მომენტი, რაც ზემოთ ვთქვი;
2. ალტერნატივა უარესია - ჩვენი მსროლელები ისეთ ფორმაში არ არიან, რომ ისლანდიელებიც დაცვა გარე შეტევით გავტეხოთ; და
3. ტაქტიკური ხერხი - სენიუტას (ზემოთ ნახსენები ახალაყვანილიძალისმიერი) მსუბუქ ფორვარდად ვაყენებ, რაც პირველი ხუთეულის ფარქვეშ შეტევის პოტენციალს ერთი მესამედით გაზრდის. ეს ბოლო ნაბიჯი თუმცა გარე დაცვაზე ცუდად იმოქმედებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სენიუტა ბევრს ჩაყრის და ეს საკმაო კომპენსაცია იქნება (გუნდში ბოლო თამაში ამ პოზიციაზე ითამაშა და საკმაოდ კარგადაც).
დაცვა უნივერსალური 3-2 დავაყენე - მეტოქე მოძრაობით შეტევას აწვება და თუ ეგრე გააგრძელა, ხომ კარგი; თუ მოტყუება მოგვინდომა და ფარქვეშ შემოგვიტია, 3-2 ასე თუ ისე მაინც ვარგისია.
პირველი ხუთეული - გარდა გამთამაშებლისა - გარე დაცვის და ფარქვეშ შეტევის უკეთესი სკილების მქონე მოთამაშეებით დაკომპლექტდა (აქვე ვამაგრებ ექსელის ფაილს განაცხადის შესახებ მთელი ინფორმაციით).
ვითამაშებთ მსუბუქ თამაშს (თუ რატომ - იხ. ქვემოთ, სტრატეგიის სექციაში).
პროგნოზი:
ვითამაშებთ მსუბუქ თამაშს და ალბათ ისლანდიელებიც ასევე მოიქცევიან. ენთუზიაზმი დაახლოებით ერთნაირი, ან მათზე ოდნავ მეტი გვაქვს. ჩვენი პირველი ხუთეულის ჯამური DMI 850K-ა; ისლანდიელებისა - 2000K-ზე მეტი. თუ დაცვის ტაქტიკა იმათ ვერ გაგვირტყეს, ჩვენ კი გამოვუცანით, მაშინ 50/50 შანსები გვაქვს. სხვა შემთხვევაში წავაგებთ.
სტრატეგია:
ისლანდიელებთან მოგება არ იგეგმება. არ გამიკვირდება, რომ მოვიგოთ, მაგრამ ტოტალიზატორში ჩვენს მოგებაზე არ დავდებდი. ვითამაშებთ მსუბუქ თამაშს და აი რატომ:
ბოლო სამ ტურში გვეთამაშებიან ისლანდია (აქვს ჩვენსავით 1 მოგება და ბურთების ბევრად უკეთესი ბალანსი), ჩერნოგორია და დანია (ამ ორს ქულა არ აქვს).
ისლანდიასთან რომ მოვიგოთ, მთელი ძალით თამაში უნდა დავაყენო, რაც შემდეგი ორი თამაშიდან პირველს თითქმის 100%-ით წაგვაგებინებს. ისლანდია კი ორივე ბოლო თამაშს მოიგებს და ყველა ვარიანტში გვისწრებს. ამასთან გასწრების შანსს ვაჩუქებთ ჩერნოგორიელებსაც, რომლებიც ისლანდიის შემდეგ შეგვხვდებიან ბოლოსწინა ტურში, იოლად მოგვიგებენ და თუ მანამდე დანია დაამარცხეს, ბურთებით გვაჯობებენ. ანუ ისლანდიასთან მოგება დიდი ალბათობით გაგვინაღდებს მე-7 ადგილს. თან ისიც საკითხავია, დანიასთან ბოლო ტურში მოედანზე დაბალი ენთუზიაზმით გასულები მოვიგებთ თუ ვერა. თუ წავაგეთ, საერთოდ ბოლო ადგილზე ვიქნებით, რაც ამდენი ბაზარის შემდეგ ჩემთვის პროფესიული კრახი იქნება

.
თუ ისლანდიას თავს არ შევაკლავთ, ამოცანა გვიმარტივდება - ჩერნოგორია-დანიის ამ ტურის შეხვედრის გამარჯვებულს უნდა მოვუგოთ და ისევ დიდი ალბათობით მე-6 ადგილზე ვიქნებით (ისლანდია ალბათ ამათ ორივეს წაართმევს ქულას). ასე რომ სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ვაპირებ მოვიგო ბოლო ორი თამაში და ამისათვის არ დავინანო ისლანდიასთან მცირე შანსის გაშვება.
ეგაა.
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 30 )
U21_vs_Island_v1.zip