ინფორმაცია ჩვენი U21-ის ჩერნოგორია/მონტენეგროსთან (რად უნდა ეს ორი სათაური?) ხვალინდელი მატჩისათვის მომზადების შესახებ:
სელექცია:
მატჩის წინ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა ტრავმებმა. მაინცდამაინც ეხლა დაშავდა საუკეთესო მსროლელი გაზოიანი - არადა ძლივს კარგ ფორმაში ჩადგა (DMI 250K). ისევ ტრავმირებულია მსუბუქი ფორვარდი ბერია. ამიტომ ავიყვანე 2 ახალი კაცი - გამთამაშებელი სიხარულიძე და ძალისმიერი ფორვარდი ჭოხონელიძე. ამისი საშუალება მოგვცა "შემთხვევით" აყვანილი 24 წლის ხუნწარიას უმტკივნეულო მოშორებამ შემადგენლობიდან, რაც ერთ-ერთი BB-მენეჯერის დახმარებით განხორციელდა.
ნაკრების ვაკანსიები უკვე მთლიანად შევსებულია. "ფართო" სიაში 27 მოთამაშეა, ნაკრებში 18 (აქედან 2 ტრავმირებულია 1 კვირით).
ტაქტიკა:
ისლანდიელებმა ჩვენთან წინა თამაშში არ გარისკეს და ნორმალური ძალისხმევით ითამაშეს (ჩვენი მსუბუქის წინააღმდეგ). ამასთან დაცვაც ერთი-ერთზე დააყენეს. ამ ფონზე წაგება ლოგიკურია. მაგრამ არის თუ არა გამართლებული ესეც და წინა სამი წაგებაც, შევიტყობთ ხვალ - იმ მატჩის მერე, რომელიც ჩვენი U21-სათვის სეზონის კულმინაციას წარმოადგენს.
ეს გადამწყვეტი მატჩია. ვიგებთ - მე-6-ზე გავდივართ 90%-ით: ვაგებთ - მე-7-სათვისაც ბრძოლა გვიწევს. ამიტომ ამ თამაშში ჩაიდება ყველა რესურსი - ენთუზიაზმის ჩათვლით. ამ თამაშში გამოჩნდება, თუ რისი შემძლეა ჩვენი U21 ნაკრები საერთოდ. ძალიან ცუდი, რომ ორი სერიოზული კაცი გვაკლდება ტრავმის გამო - სრულფასოვანი შემცვლელები არ მყავს.
ვითამაშებთ მთელი ძალით. ენთუზიაზმი 8 გვაქვს. ჩერნოგორიელებისა უცნობია, თუმცა ამას ჩვენი ტაქტიკისათვის მნიშვნელობა აღარ აქვს - მიზეზები ქვემოთ.
ჩერნოგორიელთა დამრტყმელი ძალა ფარქვეშ მოთამაშეებია. 5 საუკეთესო DMI-ანი მოთამაშიდან ყველა ფორვარდია, აქედან 3 ცენტრია. მათი გამთამაშებელ-მსროლელების DMI 180K-ზე ზემოთ არ ადის ამჟამად, ასეთ დროს ლოგიკური იქნებოდა ჩვენი ტაქტიკა დაგვეყრდნო პერიმეტრიდან შეტევაზე და ფარქვეშ დაცვაზე. მაგრამ ჩვენი შემადგენლობის დღევანდელი მდგომარეობის გამო საჭიროა ამ ლოგიკური დასკვნის კორექტირება. კერძოდ:
შეტევა: ახალაყვანილი ჭოხონელიძის (ნომინალური ძალისმიერი ფორვარდი) მსუბუქ ფორვარდად გამოყენება მომიწევს, რადგან ჩვენი ორი ნომინალური მსუბუქიდან ერთი ტრავმირებულია, მეორე კი ცუდ ფორმაშია. გაზოიანი - საუკეთესო მსროლელი - ხვალ ვერ გვეხმარება. ეს და კიდევ ისედაც არცთუ ძლიერ გარე მოთამაშეთა უნიათობა (საუკეთესო ფორმაში არავინაა) იძულებულს მხდის შეტევაში უარი ვთქვა პერიმეტრიდან შემტევ ტაქტიკებზე (გაქცევა-ტყორცნაზე, მოძრაობაზე და პრინსტონზე). მეორეს მხრივ, ვერ გავრისკავ ფარქვეშ შეტევასაც - მოწინააღმდეგეს ამ რგოლში ჩვენზე 3-ჯერ ძლიერ შემსრულებელთა გრძელი სკამი აქვს და პრაქტიკულად ნებისმიერი დაცვით გაგვანეიტრალებს. ასე რომ შეტევაში ნეიტრალური ტაქტიკების იმედად ვრჩებით - ჩვეულებრივი ან პოზიციური შეტევა; იქნებ ეს უკანასკნელი ჯობდეს კიდეც, რადგან მოხსნებში უპირატესობა ჩერნოგორიელებს ექნებათ და რაც მეტს დავუმიზნებთ და ნაკლებს ავაცილებთ, მით უკეთესი.
დაცვა: აქამდე ჩერნოგორიის დამმარცხებელი ყველა მეტოქე ერთი-ერთზე დაცვას თამაშობდა, მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს - ყველა მათზე ძლიერი იყო და არ რისკავდნენ. წინა ტურში დანიამ 3-2 დააყენა ჩერნოგორიელთა ადრეული შეტევის წინააღმდეგ და 1 ქულით წააგო. ამ მატჩში ჩერნოგორიელების შეტევაში ფარქვეშა რგოლის რეიტინგი პერიმეტრულზე 1 საფეხურით მეტი აღმოჩნდა; ანუ დანიელებს რომ ნეიტრალური ერთი-ერთზე დაცვა ან 2-3 დაეყენებინათ, ალბათ მოიგებდნენ. ამიტომ (და კიდევ ჩერნოგორიელთა შემადგენლობის ზემოაღნიშნული "ცენტრებისაკენ დისბალანსის" გამო) გადავწყვიტე დაცვაში 2-3 დავაყენო. თუ ჩერნოგორიელები პერიმეტრიდან შემოგვიტევენ და ასცდებიან ჩვენს ფარქვეშა დაცვას, ეს გაწონასწორდება იმით, რომ კარგი მსროლელები არ ჰყავთ და ბევრს ააცილებენ.
პირველი ხუთეული სხვებთან შედარებით უკეთეს ფორმაში მყოფი მოთამაშეებით დაკომპლექტდა (აქვე ვამაგრებ ექსელის ფაილს განაცხადის შესახებ მთელი ინფორმაციით). საქმე მაინცდამაინც ასარჩევადაც არა გვაქვს. ვინმეს DMI 150K-ს თუ ასცდა, ლიდერად ჩანს სხვების ფონზე - სამწუხაროდ, ასეა ჩვენი საქმე.
პროგნოზი:
ვითამაშებთ მთელი ძალით. ჩერნოგორიელებისგან მაქსიმუმ ნორმალურ თამაშს ველოდები - მენეჯერი ამბიციური ვინმეა, თავისი U21-ის ვებ-გვერდზე სეზონის დასაწყისის სტატია უდევს დიდი ბაქიბუქით. ჩვენთან ალბათ იოლ გასეირნებას ელოდება (ჩვენი შედეგების შემყურე...) და და წესით ისლანდიასთან ბოლო ტურისათვის ძალების შენახვა უნდა გადაწყვიტოს, რომ მე-5 ადგილისათვის იბრძოლოს. ამისი იმედი მაქვს და კიდევ იმის, რომ დანიასთან წინა ტურში მსუბუქს ალბათ არ დააყენებდა და ენთუზიაზმით არ უნდა გვისწრებდეს.
DMI სიტუაცია ჩვენთვის არახელსაყრელია - 2-ჯერ ჩამოვრჩებით პირველი ხუთეულის ჯამით და კიდევ უფრო მეტჯერ - გუნდურით.
შაერთო ჯამში ჩემი პროგნოზია 60/40 შანსები ჩვენს სასარგებლოდ.
სტრატეგია:
ჩემი "სტრატეგიული უკანდახევის" გეგმა, რომელიც სეზონის წინ გაგაცანით, აქამდე პრაქტიკულად შესრულებულია როგორც "ხარჯვით", ისევე "საშემოსავლო" ნაწილში. გვაქვს რუმინეთისთვის გამოგლეჯილი (თუ გამოტყუებული) ერთი ქულა და ენთუზიაზმს შეწირული ოთხი წაგება (თუმცა ამათ ისეც წავაგებდით). ჩემი სტრატეგიის გადამწყვეტი ტესტი ხვალაა. შეგახსენებთ - პროგრამა-მინიმუმი მე-6 ადგილზე გასვლა იყო (მინიმუმ 2 მოგება, მაქსიმუმი - 4, რეალური - 3). თუ ვერ მოვიგეთ, პროგრამა-მინიმუმს ვერ ვასრულებთ და ეს მწვრთნელის ანუ ჩემი ჩავარდნა იქნება - ან შესაძლებლობები შემიფასებია არასწორად, ან არასწორად განმიხორციელებია.
ბოლო ტურში გვეთამაშება დანია, რომელსაც საბოლოოდ ჩამოვიტოვებთ, თუ ხვალ ისლანდიასთან წააგებს და ჩვენ მოვიგებთ. თუ ორივემ წავაგეთ, ბოლო ტურს სატურნირო აზრი ეძლევა.
ეგაა.
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 63 )
U21_vs_Montenegro_v1.zip