Roentgen
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2299
წევრი No.: 87347
რეგისტრ.: 24-March 09
|
#22032594 · 14 Oct 2010, 01:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
U21 კრიზისის მენეჯმენტი
ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის არჩევნებიც მორჩა და ქართული ბაზერის საზოგადოებას მოგესალმებით ახალი მწვრთნელი - zzip. პირველ რიგში მადლობა წარმავალ მწვრთნელს - მჭედლოს, რომელმაც ახალგაზრდული ნაკრებისთვის გააკეთა შესაძლებლის მაქსიმუმი.
მომდევნო სეზონის განმავლობაში იუნიორთა წინაშე აშკარად მოკრძალებული მიზნები უნდა დავსახოთ. კერძოდ:
1. ქვეჯგუფი: მინიმუმი - არ ჩავცდეთ მეექვსე ადგილს და რეპეშაჟის შანსი შევინარჩუნოთ; მაქსიმუმი - გავიდეთ მე-4 ადგილზე (გავუსწროთ ისლანდიას და რუმინეთს).
2. რეიტინგი (98.8 ქულა 13 ოქტომბრის მდგომარეობით): მინიმუმი - არ გავიუარესოთ; მაქსიმუმი - გავზარდოთ 10-ით.
3. კლასიფიკაცია (75-ე ადგილი 98 U21 ნაკრებში13 ოქტომბრის მდგომარეობით): მინიმუმი - არ ჩავიჩოჩოთ; მაქსიმუმი - ავიწიოთ 2-ით (მეტს არ უნდა ველოდოთ - პარაგვაი, რომელიც 3 ადგილით ზემოთაა, უკვე 18 სარეიტინგო ქულით გვისწრებს)..
იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა ღრმა კრიზისში ვართ, იხილეთ ქვემოთ ორიოდე თვალსაჩინო ცხრილი:
I. ევროპის შესარჩევის ჩვენი E ქვეჯგუფის გუნდების კლასიფიკაციები და რეიტინგები 13 ოქტომბრის მდგომარეობით:
Lietuva U21 5 675.4 Poland U21 12 372.1 Magyarország U21 28 229.1 România U21 31 225.4 Ísland U21 43 184.9 Crna Gora U21 55 165.9 Danmark U21 68 125.5 Sakartvelo U21 75 98.8
II. ვროპის შესარჩევის ჩვენი E ქვეჯგუფის გუნდების 20 ყველაზე მაღალხელფასიანი იუნიორი მოთამაშის ხელფასების შედარება 13 ოქტომბრის მდგომარეობით:
Lietuva Poland Hungary Romania Island CrnaGora Denmark Sakartvelo $113,551 $110,471 $198,264 $91,775 $115,848 $58,523 $56,378 $30,873 $104,443 $82,158 $123,064 $73,056 $66,690 $36,023 $32,780 $22,981 $81,194 $70,310 $89,924 $42,498 $48,179 $31,379 $20,913 $22,458 $79,139 $69,825 $82,856 $39,276 $44,479 $30,430 $17,239 $21,151 $75,176 $62,776 $68,491 $34,679 $40,062 $24,809 $16,160 $20,094 $72,679 $61,912 $66,117 $24,386 $23,855 $24,130 $13,464 $18,309 $71,919 $57,440 $56,367 $22,041 $19,463 $21,920 $12,297 $17,853 $66,204 $52,179 $55,051 $21,982 $19,186 $19,833 $12,268 $17,246 $59,051 $50,321 $52,817 $21,556 $18,133 $19,089 $12,139 $14,752 $58,087 $48,438 $50,572 $21,390 $16,402 $18,523 $11,644 $14,290 $56,097 $47,745 $49,656 $20,442 $15,552 $16,169 $11,069 $13,346 $53,021 $44,449 $47,251 $19,244 $14,763 $15,642 $10,774 $12,907 $48,494 $43,554 $44,936 $18,279 $14,655 $15,473 $10,678 $12,615 $48,265 $43,484 $43,242 $16,039 $14,183 $15,086 $10,430 $12,367 $46,203 $42,521 $40,983 $15,768 $13,441 $14,657 $10,046 $11,364 $45,861 $42,181 $39,296 $15,463 $12,704 $13,234 $10,012 $11,352 $45,690 $42,146 $39,176 $14,785 $12,135 $13,156 $9,711 $11,009 $43,944 $40,236 $38,614 $14,694 $11,757 $12,636 $9,602 $10,603 $42,773 $39,162 $38,486 $14,694 $10,902 $11,735 $9,468 $10,255 $42,529 $39,096 $38,150 $14,535 $10,276 $11,371 $9,330 $9,940
ამ მეორე ცხრილიდან საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება. კარძოდ:
E ქვეჯგუფის სამი ვეშაპი - ლიტვა, პოლონეთი და უნგრეთი - მასიურად წინ არიან ჩვენზე. მაგათ მე-20 მოთამაშეს ჩვენს პირველზე მეტი ხელფასი აქვს. ამიტომ მაგათთან ჩვენი გუნდი განწირულია (სასწაულებს არ ვთვლი): ამათ შემდეგ ეშელონში მოდიან რუმინეთი და ისლანდია - კარგი საშუალო გუნდები. რუმინეთს მასაში აქვს უპირატესობა, ისლანდიას კი პირველი ხუთეული უფრო ძლიერი ჰყავს. ამათთან ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ფორმა-ენთუზიაზმში თუ რამეს გამოვრჩით და 2-3 სუპერმოთამაშის ამოკეტვა შევძელით, რაღაც მინიმალური შანსები გვექნება. დანია და ჩერნოგორია ჩვენს წონით კატეგორიაში არიან ზოგადად, მაგრამ გვისწრებენ 2-3 უძლიერესი მოთამაშის ხარჯზე. თუ ამათ რამენაირად გავანეიტრალებთ, მოგება ორივესთან შეიძლება.
ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით ავაგებ ქვეჯგუფში ჩვენი ქცევის სტრატეგიას: მაქსიმუმი ჩაიდება დანიისა და ჩერნოგორიის წინააღმდეგ თამაშებში (ეს ორივე ბოლო თამაშებია). რუმინეთთან თამაში პირველია და ვინაიდან შემდეგ სამ თამაშში (ლიტვის, პოლონეთის და უნგრეთის წინააღმდეგ) შანსი პრაქტიკულად არ გვაქვს, ავწონ-დავწონი კიდევ - იქნებ რუმინეთს მთელი ძალით ვეთამაშოთ და შემდეგ სამზე მსუბუქი დავაყენოთ. მერე (დანიისა და ჩერნოგორიის წინ) იქნება ისლანდია და რას დავაყენებთ, ფორმა და DMI გვიჩვენებს.
ეს სულ ქვეჯგუფზე იყო. სელექციის შესახებ იდეებს ცოტა მერე განვავითარებ - ორიოდე დღეში. ახლა ველოდები თქვენს კომენტარებს საქვეჯგუფო სტრატეგიაზე.
|