მიხეილ რძემადლობა მოლოცვისთვის ვიცი რო მგულშემატკივრობდი.
არჩევის დროს ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევდი თუ ვინ იყო მწვრთნელი ქვია თუ მენეჯერი. ვნახულობდი როგორ ათამაშებდა გუნდს სხვა თამაშებში, ანუ რამდენად აფასებდა მოწინააღმდეგეს. იმიტო რო გუნდებს შორის რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით არც თუ დიდი იყო სხვაობა. მერე როგორ ფორმაში იყვნენ ძირითადი კალათბურთელები. თავიანთ პოზიციაზე ბოლო თამაშებში რა რეიტინგები ქონდათ და კიდე ათას წვრილმანს.
თავიდან რამდენიმე ტური არ ვჩანდი სიაში იმიტო რო ძალიან ბევრი თამაშები რო იყო ყველას ნახვას ვერ ვასწრებდი და ზოგს ისე ვწერდი. მერე თამაშები რაც შეცოტავდა ყველას ვნახულობდი და მარტო 1 გავმაზე. ისაც რა თამაში იყო იცი ESV Laim - BK TUKUMS . ამ თამაშში ლაიმს ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ყავდა და ფარქვეშ რო შეეტია 100% მოიგებდა თან დიდი სხვაობით. არადა ლაიმის მწვრთნელი საკმაოდ კარგად არჩევდა ტაქტიკებს მაგრამ ეტყობა ამ თამაშზე მეტისმეტად თავდაჯერებული იყო
კიდე ერთ რამეს დავამატებ ნაკრებებზე. ეს ჩემი აზრია რო ნაკრებებში სულ სხვა რამეს აქცევენ მენეჯერები ყურადღებას და ძალიან ხშირად ტაქტიკა და შემადგენლობები არ ემთხვევა ერთმანეთს ამიტომაცაა ის შედეგები რაც გვაქ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს პირველ რიგში ჩემი პირველი ადგილი პროგნოზებში და კიდე რაც აქ არ ჩანს ტაქტიკები. გუნდებს როცა გადავხედავდი ჩემთვის ფურცელზე ვიწერდი რას ვფიქრობდი და კიდე მე იმათ ადგილზე რა ტაქტიკით ვითამაშებდი რო მომეგო და 90%-ზე მეტი დავსვი. შეტევაშიც და დაცვაშიც.
ბევრი ალბათ ფიქრობს რო თუ შენ უკეთესი კალათბურთელები გყავს უეჭველი იგებ ან თუ მოწინააღმდეგე გუნდი გჯობია უკვე წაგებული გაქ თამაში. ეს ესე ნამდვილად არაა თუ მაგალითი აინტერესებს ვინმეს ნახოს ჩემი გუნდი. როგორი კალათურთელები მყავს და როგორი შედეგები აქვთ.
ძალიან მინდა რო ნაკრებმა წარმატებით ითამაშოს და მაგიტო ვწერ.