ახალგაზრდულმა რეპეშაჟის პირველ წრეში მექსიკასთან შინ წააგო 111-118
http://www.buzzerbeater.com/match/13801/boxscore.aspx . მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.
დადებითი მომენტები:
1. მსუბუქი ვითამაშეთ მექსიკის ნორმალურის წინააღმდეგ და პრაქტიკულად ბოლო წუთამდე ვიგებდით;
2. მოვიგეთ თამაშიდან ჩაგდებული ბურთებით, თან სერიოზულად;
3. რაც მთავარია, მექსიკის 21-წლიანებს ვეთამაშეთ 20- და 19-წლიანების შემადგენლობით. მაგ., ჩვენი 19 წლის სათადარიგო ცენტრი (ხელფასი 11K) 32 წუთს ეთამაშა მეტოქის 21 წლის სასტარტო ცენტრს (ხელფასი 46K) მას შემდეგ, რაც ძირითადი ცენტრი 13 წუთში გავარდა 6 ჯარიმით. ანუ მომავალი ჩვენია - შემდეგ სეზონზე მოვიმკით შედეგებს.
უარყოფითი მომენტები:
1. ჩვენი 4 ძალისმიერ-ცენტრებიდან 3 გავარდა 6 ჯარიმის გამო. ძიდითადმა ძალისმიერმა 21 წუთის თამაში მოასწრო, ძირითადმა ცენტრმა - მხოლოდ 13-ისა. ბოლო პერიოდი ძალისმიერის პოზიციაზე პრაქტიკულად სულ ნომინალური გამთამაშებელი იდგა - მოკლე სკამი გვაქვს.
2. მივიღეთ ბევრი ჯარიმა და მეტოქეს 28 ქულა ჯარიმებიდან მივეცით (თუმცა აქედან ნაწილი ბოლო წუთზე მოდის, განზრახვით დაჯარიმებებზე).
3. მოულოდნელად ცუდი შედეგი აჩვენა მსროლელმა გორგოძემ - 9 სამქულიანიდან მარტო 1 ჩააგდო და ბოლო წუთზე ჩვენი გუნდის ბოლო იმედის ჯარიმები წყალში გადაყარა. არადა გარე ტყორცნა 15 აქვს, დიაპაზონი და დრიბლინგიც ცუდი არაა, ფორმაშიც არის... ცუდი დღე ჰქონდა ალბათ.
მოკლედ, საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. როგორც წინა სეზონის ბოლოს დავწერე, ამ სეზონს სატესტო რეჟიმში გავივლით და შემდეგი გათამაშებისათვის მოვამზადებთ 19-20-წლიანებს, ამასთან ახლანდელი 18-წლიანების სრულ მონიტორინგს ვაწარმოებთ. შემდეგი თამაში ინდოეთთან გვაქვს გასვლაზე და მგონი, მოგების შანსები გვაქვს - ინდოეთი მექსიკაზე სუსტია, ჩვენ კი ენთუზიაზმი მეტი გვექნება. თუმცა ალბათ მაინც მსუბუქს დავაყენებ.
ეგაა.