ინფორმაცია ჩვენი U21-ის რუმინეთთან დღევანდელი მატჩისათვის მომზადების შესახებ (რომელიც რუმინელმა მენეჯერმა ჯერ არ უნდა ნახოს

):
სელექცია:
ამ მატჩისათვის სელექციის პროცესი დასრულდა. სელექციისათვის მოვიძიე 4-4 საუკეთესო (ამდროინდელი DMI-ს მიხედვით) მოთამაშე 5-ივე პოზიციისათვის. შემდეგ ეს 20 კაცი გაიცხრილა 12-მდე (აქვე ვამაგრებ ექსელის ფაილს დღევანდელი განაცხადის შესახებ მთელი ინფორმაციით). დაბალი ფორმის გამო განაცხადში არ არის რამდენიმე პოტენციური ლიდერი (Nukri Geladze (13641936), Bondo Matiashvili (12606414), Rostislav Bezborodkin (12225038), Jumber Chokhonelidze (12224975), Yuly Senyuta (12224803)...).
ტაქტიკა:
რუმინელთა 18-კაციან შემადგენლობაში სერიოზული დისბალანსია ბიგმენების სასარგებლოდ. ეს მაფიქრებინებს, რომ დაცვაში ჩვენი პრიორიტეტი მათი შეძლებისდაგვარად ამოკეტვა უნდა იყოს: ამიტომ
ფარქვეშ დაცვას ვითამაშებთ .
შეტევის ტიპი იქნება პერიმეტრულის მხარეს, რათა ავცდეთ რუმინელთა უძლიერეს რგოლს - ცენტრებს. საბოლოო არჩევანს მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გავაკეთებ.
ჩვენი შემადგენლობის აყვანა მოხდება დღეს საღამოს, რათა რუმინელთა მენეჯერს ვაფიქრებინოთ, რომ დაგვავიწყდა (პერიოდულად შემოდის ქსელში და - ცხადია - გვათვალიერებს). ვიმედოვნებ, რომ თავისი გუნდის ძალაში დარწმუნებული იქნება და მსუბუქს დაგვიყენებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე
მთელი ძალით თამაშის დაყენებას ვაპირებ . ამ შემთხვევაში მოგების შანსი გვექნება.
პროგნოზი:
ჩვენი პირველი ხუთეულის ჯამური DMI 562K-ია; რუმინელების სავარაუდო შემადგენლობისა - ასე 950K, მაგრამ აქედან 560K ცენტრისა და მძიმე ფორვარდის ანგარიშზეა. ასე რომ პერიმეტრზე მათი უპირატესობა კატასტროფული არ არის; თუმცა თუ არ გარისკეს და ნორმალური თამაში ითამაშეს ერთი-ერთზე დაცვით, ალბათ წავაგებთ.
საბოლოოდ, ჩემი შეფასებით მოგების 30% შანსი გვაქვს. ბევრი არაა, მაგრამ უომრად არ მინდა ხელიდან გავუშვათ.
სტრატეგია:
რაც შეეხება შემდგომ თამაშებს: როგორც ადრე უკვე დავპოსტე, მომდევნო სამ თამაშში შანსი არ გვაქვს. მათ მსუბუქად ვითამაშებთ და სერიოზული სხვაობით წავაგებთ - პირველს მაინც. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ მეხუთე თამაშში ისლანდიასთან რაიმე შანსი გვქონდეს (იმ მატჩისთვის ენთუზიაზმს 9-ს ვვარაუდობ).
ეგაა.
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 93 )
U21_vs_Romania.rar