ბექა ცისკარიშვილი შაბათი, 14 აპრილი 2012 00:51
ტექსასური სუპერტრიო NBA-ს ისტორიაში შევიდაNBA-ს ისტორიაში, სულ სამი ”სუპერ ტრიოა” რომლებსაც 10 000 ქულა და მეტი აქვთ ჩაგდებული. პირველად ამის გაკეთება ”ბოსტონელებმა” ჯონ გავლიჩეკმა (13 787 ქულა), ჯო უაიტმა (11 870) და დეივ კოუენსმა (11 125) შეძლეს, რომლებიც 8 სეზონის განმავლობაში (1970/71-1977/78) თამაშობდნენ ერთად. მეორე ტრიო კი ლეგენდარული კალათბურთელებისგან შედგება, ლარი ბერდი (20 046), კევინ მაკჰეილი (16 573) და რობერტ პერიში (16 385), ისინი 12 სეზონი თამაშობდნენ ერთად.
მესამე ტრიოც არანაკლებ შთამბეჭდავი კალათბურთელებისგან შედგება, რომლებიც 8 სეზონის განმავლობაში შეუდარებლები გახლდნენ, მეჯიქ ჯონსონი (12 281), ჯეიმს უორტი (12 179) და ბაირონ სკოტი (10 244). რაც შეეხება ლეგენდარულ კარიმ აბულა-ჯაბარს, მან ვერ მოასწრო ამ ტრიოსთან ერთად კვარტეტის შექმნა, იგი მხოლოდ 6 სეზონი თამაშობდა მათთან ერთად და 8 577 ქულის მოგროვება მოასწრო.
”სან ანტონიო” ”ლეიკერსის” შეხვედრისას კი, ამ ტრიოებს მეოთხე დაემატა! თანამედროვე კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეებისგან შემდგარი ტრიო, ”სან ანტონიო სპურსის” ლეგენდები, ტიმ დანკანი, რომელმაც 22 443 მოაგროვა, ტონი პარკერი 13 458 ქულა და მანუ ჯინობილი 10 001 ქულა! ამის გაკეთება მათ 10 არასრულ სეზონში მოახერხეს და სრულიად სამართლიანად, ბოლო 20 წლის საუკეთესო ტრიოს ტიტულიც დაისაკუთრეს!
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18