ძალიან გულის ამაჩუყებელი ისტორიაა..
მაგრამ დალასიდან აღმოსავლეთით 9მთას იქით .. იქ სადაც ხარები ბინადრობენ და ღამ-ღამობით ბლუზის მელანქოლიური მელოდიები ისმის ამოსულია ერთი დიდი წითელი ( შავი) ვარდი

ეს ვარდი იმდენად ლამაზი და სურნელოვანია, რომ სულ მალე მან ამ ზღაპრული ქალაქის ლეგენდა მაიკლიც კი დაჩრდილა... რა თქმა უნდა ეს ამბავი მალე გავრცელდა სტერნის სამეფოში და მის მოსაწყეტად მრავალი რაინდი დაიძრა ქვეყნის სხვა და სხვა კუთხიდან

ყველაზე წარმატებულს კი მეფე სტერნი ნახევარ სამეფოს, თავის შიმეილ ქალიშვილს და MVP-ს გადასცემდა..
დაახლოებით 400 რაინდიდან , რომლებიც ამ გრძელ და სახიფათო მოგზაურობაში გაემგზავრა გამოირჩეოდა რამდენიმე...
თვითმარქვია მეფე აღმოსავლეთის თბილი მიწებიდან..
მოხუცი და როგორც რამოდენიმე ფორუმელი ამტკიცებს - პეძიკი კობი
ადამიანი-ობობას ( ან როგორც კახეთში ამბობენ კაცი-აბლაბუდას) ოკლაჰომური ვარიანტი..
გერმანულ ფესვებიანი რიჟა სარდელი ვიოზბორგიდან
და აშკარად წარმოშვებით სომეხი , წლების მანძილზე არიზონაში გამთბარი ახლა კი ალისია კიისის მეზობელი ამარიკ-ჯანი..
ხო და რაც მთავარია ადამიანების მოდგმის ერთადერთი იმედი და მესია ლუკ რიდნური...
ტო ბე ცონტ..