ცოტა დაგვიანებით

ყველა დალასის გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას.
ერთი თხოვნა მაქვს, ბოლო თამაშს ტავიდან ნორმალურად ვერ ვუყურე და იქნებ ვინმემ მითხრათ, ჩანაწერის ნახვა სად შეიძლება.
რაც შეეხება თამაშს, დალასმა გულშემატკივრები ბოლო წუთებზე ისე აღარ ანერვიულა, როგორც წინა თამაშებში, თუმცა, მემგონი, ამით უკმაყოფილო არავინ დარჩენილა

. ისე საინტერესოა, რომ ბოლო ორი თამაში შედარებით ადვილად მოიგეს. პრინციპში, ასე იყო რეგულარულშიც, როგორც წესი, იქაც თითქმის ყველა იმ თამაშს იგებდნენ, რომელშიც 100 ქულაზე მეტს აგროვებდნენ. მოკლედ, როცა ასეთი მსროლელები გყავს, შეტევაში უნდა ითამაშო, რაც გააკეთეს კიდეც.
ისე, ბოლო თამაში კი იყო განსაკუთრებით ნერვების და ფსიქოლოგიური სიძლიერის საკითხი და მაიამის მოთამაშეთა უმეტესობა არ აღმოჩნდა მზად ამისთვის, თორემ თუნდაც ამდენ საჯარიმოს მაინც არ გამაზავდნენ

. ყველა საჯარიმო, მემგონი, მარტო ნოვიცკიმ ჩააგდო (პრინციპში, სულ ორი ისროლა, მაგრამ მაინც

. ამ თამაშში კიდევ ის მომეწონა, რომ გამოჩნდა, რომ დალასი აღარ არის ერთ კაცზე ჩამოკიდებული გუნდი, კი, უდიდესი ძალაა ნოვიცკი, მაგრამ გუნდში არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებსაც, ასევე, შეუძლიათ თამაშის თავის თავზე აღება, როცა ნოვიცკის თამაში არ მიდის. თუმცა, ეს გერმანელი სწორედ იმ მომენტში აკეთებს თავის გასაკეთებელს, როცა ყველა მეტად სჭირდება გუნდს, ანუ ბოლო მეოთხედში და ბოლო წუთებზე, სწორედ ამიტომაც არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი და ღირსეული მვპ.
რაც შეეხება მაიამის, კარგი გაკვეთილი იქნება ბიჭებისთვის, რომლებმაც ლამის სეზონის დასაწყისში შეუკვეთეს ბეჭდები. ცოტა მიწაზე დაეშვებიან და თუ მოინდომებენ, ამ წაგებიდან ბევრს ისწავლიან ნოვიცკის, კიდის, ტერის და მთლიანად დალასისგან, თუარადა, გაუჭირდებათ მომავალში. კალათბურთი გუნდური სპორტია და 3 კიარა, 4 და 5 ვარსკვლავიც რომ გყავდეს, მხოლოდ მათ ხარჯზე ვერ მოიგებ, თუ მთლიანად გუნდი არ თამაშობს თავის ბრაიან კარდინალიანად
პ.ს.
ამ წაგების გამო ყველაზე ცოდო მე არც ლებრონი, არც ბოში, არც სპოლესტრა და არც ბიბი

მგონია, ყველაზე ცოდო, ალბათ, მაინც ერიკ დემპიეა
This post has been edited by aragvi16 on 15 Jun 2011, 15:31