ალბიონ ბუკანირზმა მთელი გუნდი გაყიდა და ექვსი მილიონი ვერ აიღო... არადა უმაღლესი ლიგის საუკეთესო გუნდი ჰყავდა ალბათ. გამოდის, ექვს მილიონს დახარჯავ და საქართველოს ჩემპიონი გახდები, ორ მაგდენად - შეიძლება მსოფლიოსიც.
ამ ამბავმა ცოტა ჩამაფიქრა ბაზერის ეკონომიკაზე და მმართველი გუნდის სტრატეგიაზე. შეიძლება ტყუილად დროის კარგვად ჩათვალოთ, მაგრამ დასკვნები კი საინტერესო ჩანს. ალაგ-ალაგ რეალლაივის გრძნობაც კი ჩნდება - იქამდე, რომ ბაზერის ვირტუალურ რეალობაში ლიბერტარიანელებსა და მემარცხენეებს შორის მიმდინარე მძაფრი დებატები და საარჩევნო ეკონომიკური პროგრამებიც კი წარმოვიდგინე

ესე იგი, ასე:
==========
ძალიან დაეცა ფასები ბაზერში. სახეზეა დეფლაცია (როცა იგივე ფულად მეტის ყიდვა შეიძლება). ეკონომიკურად დეფლაცია არასასურველი პროცესია - არასტაბილურ გარემოს ქმნის და განვითარებას აფერხებს.
ბაზერში დეფლაციური პრესის გამომწვევი ორი ფაქტორია - მენეჯერთა მიგრაცია და მოთამაშეთა ხელფასების ზრდა.
- მიგრაცია:
ბოლო ოთხიოდე სეზონის განმავლობაში ბაზერის მენეჯერების საერთო რაოდენობა ჯერ 45 ათასიდან თითქმის 60-ს ზემოთ ავიდა, მერე კი ისევ 50-ს ქვემოთ ჩამოვიდა. ახალმოსული გუნდები ნახევარ მილიონს ეგრევე იღებენ ბიუჯეტში; ანუ რაოდენობის ზრდისას მოთამაშეების ბაზარზე ახალი ფული შემოდინდება. კარგი მოთამაშეების გენერირება ახალ გუნდებში არ ხდება, ამიტომ ისინიც ბაზარს მიაწყდებიან, იქ კარგ მოთამაშეებზე კონკურენციას ზრდიან და ინფლაციაც იწყება. ამ პროცესმა პიკს რომ მიაღწია, ბაზერის პოპულარობა სწორედ მაგ დროს შემცირდა. მენეჯერები ტოვებდნენ თამაშს, ხოლო მათი გაბოტებული გუნდების მაგიერ ახლები აღარ იქმნებოდა და ფულიც არ შემოდიოდა ბაზერის ეკონომიკაში. ამიტომ ინფლაცია შეჩერდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ესეც ახსნის ერთი ნაწილი.
- ხელფასების ზრდა:
გაბოტებული გუნდებიდან კაი მოთამაშეები ბაზარზე გადიან და არ იკარგებიან. ეს რაღაცნაირი ბუნებრივი გადარჩევის მსგავსი პროცესი ნორმალურად მაშინ მიდის, როცა მენეჯერების რაოდენობა იზრდება - ამ დროს კარგი მოთამაშეების პროცენტული რაოდენობაც ასე თუ ისე ბალანსდება ახალი გუნდების გაჩენისას გენერირებული ცუდი მოთამაშეებით. მაგრამ როცა მენეჯერთა საერთო რაოდენობა იკლებს, დიდი პრობლემა ჩნდება. მაღალხელფასიანი მოთამაშეების პროცენტული რაოდენობა მთლიანად ბაზერის მასშტაბით საგრძნობლად მატულობს, ხელფასებზე დასახარჯი თანხა იმდენად იზრდება, რომ გუნდებს ბაზარზე სავაჭრო ქეშის დაგროვება აღარ შეუძლიათ - მთელი ფული ხელფასებში მიდის. ამიტომ ბაზარი სავსეა 200K ხელფასიანი მონსტრებით, რომლებიც ას-ორას ათასად იყიდებიან. ესეც ახსნის მეორე ნაწილი.
საბოლოო ჯამში:
ერთის მხრივ მივიღეთ კარგი გუნდების რაოდენობის ზრდა, მეორეს მხრივ კი მოთამაშეთა ვარჯიშებისათვის სტიმულის დაკარგვა - რა აზრი აქვს კაცი ექვსი სეზონი ავარჯიშო და ტვინი იჭყლიტო, თუ იგივე კაცს ნახევარ მილიონად ააგდებ ბაზარზე? ერთადერთი სტიმული ნაკრებისათვის მომზადება რჩება, თუმცა ესეც დროებით - მონდომებულ და ნაკრებისთვის "თავგანწირულ" მენეჯერებს სისტემა უარეს პირობებში აყენებს, საკლუბო თამაშებს წააგებინებს და ერთ დღესაც საერთოდ გადააფიქრებინებს ვარჯიშებს.
თუ სადამდე მიიყვანს ბაზერს (როგორც თამაშს) ეს ამბები, ეს მმართველობაზეა დამოკიდებული. რა სტრატეგიას აირჩევენ ბაზერის მეპატრონეები? მიგრაციის დაბალანსებას, ხელფასების რეგულირებას თუ ორივეს?
ერთი ვარიანტია, რომ მოთამაშეების გადარჩევაში ჩაერევიან ბალანსის აღსადგენად (მაგალითად, გაბოტებული გუნდებიდან მოთამაშეების ბაზარზე გასვლის კრიტერიუმები ცოტა ხნის წინ უკვე გაამკაცრეს). მეორე - შეიძლება ახალგახსნილ გუნდებს მეტი ფული დაურიცხონ. მესამე - ეცადონ ბაზერის პოპულარობის გაზრდას და ახალი მენეჯერების მოზიდვას. მეოთხე - ისევ ხელფასების ცვლილებებს მიაწვნენ, ამჯერად შემცირებისაკენ. და ასე შემდეგ.
ყველა ამ სტრატეგიებს თავისი მინუსებიც აქვს. ასევე დიდია შემთხვევითი ფაქტორების როლი, რომლებსაც შეუძლიათ ისევ არიონ სიტუაცია (ვთქვათ, რომელიმე გავლენიან გამოცემაში ამ თამაშის შემთხვევითმა მოხსენიებამ შეიძლება ინტერესის უეცარი ზრდა და მენეჯერთა რაოდენობის მოკლევადიანი ცვლილება გამოიწვიოს). ასე რომ ბაზერის ციებ-ცხელებები ალბათ კვლავ გაგრძელდება.
ერთი პლიუსი ისაა, რომ ეკონომიკურ თეორიებში მაინც გავიწაფებით ცოტას - რა იცი, რაში დაგვჭირდეს