კარგათ ითამაშეს დღეს ჩვენებმა, რაც მინდოდა ყველაფერი ბოლომდე შეასრულეს. რეიტინგებიდანაც ჩანს რა დონის მოწინაღმდეგე გვყავდა მაგრამ მაინც უშანსოდ წააგეს, არც ერთი მონაკვეთი არ ყოფილა ისეთი, სადაც თუნდაც სულ პატარა შანსი ექნებოდათ თამაშის მოსაბრუნებლად. ჯამურად რომ ავიღოთ შეტევა უფრო უკეთესი ქონდათ ვიდრე ჩვენ, დაცვაც უფრო უკეთესი ქონდათ ვიდრე ჩვენ და ბურთსაც უფრო უკეთ აკონტროლებდნენ, მაგრამ მაინც 70-91 წააგეს
keYaბევრი ნიუანსი იყო, საბოლოოდ ყველაფერი ისე დაჯდა როგორც ჩაფიქრბული მქონდა. ყველაზე დიდი შეცდომა ბულგარელების მენეჯერმა დაუშვა,რომელმაც სათანადოდ არ შეგვაფასა და მსუბუქი თამაში აირჩია (ჩვენ ნორმალურად ვითამაშეთ). ესე იმიტომ მოიქცა რომ წინა თამაში ვითამაშეთ ცუდათ. არადა სულ ცოტა მეტი დრო რომ დაეთმო ჩვენი გუნდისთვის მიხვდებოდა რომ წინა თამაში სპეციალურად იყო ესე ნათამაშები. ორი ტურის წინ ინგლისთან ძალიან კარგათ ვითამაშეთ და უცბათ შემდეგ ტურში ჩეხებთან კარგა გვარიანად წავაგეთ. ჩეხებთან რომ ბოლომდე გვეჭიდავა და ჩვენი საუკეთესო მხარეები გამოგვეჩინა მაინც წავაგებდით, თუმცა გაცილებით პატარა სხვაობით, მაგრამ დღეს ბულგარელებიც უფრო მომზადებულები დაგვხვდებოდნენ.
პირველი იყო მოულოდნელობის ეფექტი.
ტაქტიკას რაც შეეხება გავარჩიე მაგათი ყველა თამაში და ფარქვეშ დაცვაში სულ ჰქონდათ პრობლემები. ამის გარდა ფორმებიც არ ჰქონდათ და ერთი ერთზე დიდ პრობლემებს ვერ შეგვიქმნიდნენ. მთავარი იყო მაგათი ფარქვეშა ხალხი გაგვენეიტრალებინა და რაც შეიძლება ცოტაჯერ ჰქონოდათ ჩვენ ფარქვეშ ბურთი. (შეტევაში მოხსნა და ფარქვეშიდან დამატება როა მაგას ვგულისხმობ). ამიტომ დაცვაში დავაყენე ისეთი ხალხი რომლებსაც სხვებთან შედარებითკარგი ფარქვეშა დაცვა და მოხსნა ჰქონდათ. ამან გაგვიმართლა, იმათი ცენტრები და ძალისმიერები ძალიან იშვიათად ხსნიდნენ ბურთებს, რახან ფარქვეშ ბურთი არ ჰქონდათ შესაბამისად ვერც გაცუდებულ ბურთებს ამატებდნენ და ეს კომპონენტი დღეს საერთოდ ვერ გამოიყენეს. სტატისტიკიდანაც ჩანს რომ იმათმა მაღლებმა დღეს მოხსნებში ვერაფერი ვერ გააკეთეს. რახან ამ გათვლით ფარს ვიგებდით პერიმეტრზე სამი ისეთი მოთამაშე დავაყენე ვისაც კარგი პერიმეტრული დაცვა ჰქონდა.
ეს იყო მეორე ნიუანსი.
მესამე და ჩემი აზრით საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კობაიძის ძალისმიერზე გადაყვანა. ამ პოზიციაზე ნებისმიერი სხვა ცენტრი რომ დამეყენებინა იმასთან შედარებით უფრო ცუდათ ითამაშებდა რა სკილებიც ექნებოდა. კობაიძის შემთხვევაშიც ესე იყო მაგრამ რახან ამას დაცვაც და მოხსნაც მაღალი აქვს ისე ძალიან არ შეეტყო. სამაგიეროთ ამ სვლით ჩვენ დიდი უპირატესობა მივიღეთ.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა გაამართლა და +21 ქულიანი მოგება დავდეთ უშუალო კონკურენტთან. ამისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა ბულგარელების მენეჯერს

. პირიქით რომ ვყოფილიყავით, მე ბულგარეთის მენეჯერი და ის საქართველოსი ცოტა დროის დათმობის შემთხვევაში სულ თავისუფლად შეიძლებოდა იგივე სხვაობის პირიქით დაფიქსირება.
ეხლა ვემზადებით შემდეგი თამაშისთვის. ეს უფრო რთული იქნება. იმიტომ კი არა, რომ ძლიერი მოწინაარმდეგე გვყავს. იმიტომ რომ თან დიდი სხვაობით მოგება გვინდა და თან ჩვენი თამაში უნდა დავმალოთ