tbilisi502მიუხედავად დღევანდელი მატჩის (რომელიც ჯერ არ დაწყებულა) შედეგისა, გილოცავ წარმატებულ საქმიანობას.
იუნიორების ნაკრების მენეჯერობის შენს პერიოდში წინსვლა მართლაც თვალსაჩინოა.
შედარებისთვის - 2010 წლის ბოლოს (7-8 სეზონის წინ), როცა მე გავხდი U21-ის მენეჯერი, U21-ის რეიტინგი იყო 98 ქულა, რანგი კი - 75-ე 98 ნაკრებიდან,
დღეს ვნახე და - U21-ის რეიტინგი არის 212 ქულა, რანგი კი - 35-ე 98 ნაკრებიდან,
რა თქმა უნდა, თამაშის ტაქტიკურად გამართვას და შესარჩევების სტრატეგიულ დაგეგმვასაც მშვენივრად უძღვები, მაგრამ მთავარი მიზეზი (ჩემი აზრით) სელექციის პროცესის რადიკაალური გაუმჯობესებაა. მცირე ძვრები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ჩემი მენეჯერობის დროს დაიწყო და შესანიშნავად გრძელდება, ცოტა ისიც წაგვეხმარა, რომ ამ პერიოდში ქართული ბაზერის "ცოცხალი" გუნდების რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა და ამით მოთამაშეების ბაზაც ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ავტომატურად ეს არაფერს გააუმჯობესებდა, რომ არა პერსპექტიული დრაფტერების მოძიება, დაკონტაქტება, ვარჯიშის გეგმების დასახვა, შეთანხმება, მონიტორინგი - რასაც უკვე კაი მენეჯერის ენთუზიაზმი და დრო სჭირდება.
თუ რა შედეგები მოიტანა სელექციის კარგად დაყენებამ, ამის დემონსტრირება იოლია. მაშინ პრეს-ბლოგებს ვწერდი (სხვათა შორის, შენც გირჩევ დაწერო - ეხლა ძველებს გადავხედე და საინტერესოა
http://www.buzzerbeater.com/community/pres...ThreadID=177773 ). მაშინდელი სიტუაციის აღსაწერად ორიოდე ციტატას მოვიყვან:
- "რას უნდა ველოდოთ, როცა მძიმე ფორვარდად გვიწევს 70K DMI-ანი ხალხის დაყენება, მეტოქეს კი 1000K-იანების დიდი არჩევანი აქვს?"
- "წლევანდელ შემადგენლობაში სულ ერთ კაცს აქვს 25K-ზე მაღალი ხელფასი"
- "ძალისმიერისა და ცენტრის პოზიციებზე ჯამში სულ ხუთი კაცი მოგვეპოვება მთელ საქართველოს ისეთი, ხელფასი 10K-ზე მეტი რომ ჰქონდეს"
- "დიდ პრობლემად რჩება მსუბუქი ფორვარდის მოძიება"
- "ერთ დღესაც ჩვენი U21-ის მთელი შემადგენლობა ერთ მინივენში ჩაეტევა და ავტობუსი აღარ დასჭირდება... "
მოკლედ, კიდევ ერთხელ გილოცავ და გიდასტურებ ჩემს პატივისცემას

შემდეგ კენჭისყრაზე იქნებ მთელი ორი კალათით ზემოთ ავიწიოთ (32-ე რეიტინგიც აღარაა შორს) და მაშინ ქვეჯგუფიდან გასვლაზეც უკვე სერიოზულად ვიფიქრებთ.