კარგა ხანია არაფერი დამიწერია, ამიტომ კარგი ამბით დავიწყებ.
დღეს ჩვენმა ახალგაზრდებმა ხორვატები დაამარცხეს. ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა თუმცა ანგარიშში სულ ჩვენი ნაკები იყო წინ და საბოლოოდ ამ დონის გუნდთან შეხვედრაში სოლიდური ანგარიშითაც კი გავიმარჯვეთ. ამ დონის გუნდში იგულისხმება თუნდაც ის რომ მათი სასტარო ხუთეულის ხელფასები 110 000-ით უფრო მეტი იყო ვიდრე ჩვენების და 1 600 000-ით უფრო მაღალი DMI ჰქონდათ. ამის გარდა ამ წუთისათვის ხორვატია მესამე კალათაში პირველი ნომერი გუნდი იყო. მსოფლიო რეიტინგი აქვთ 23 (291.4 ქულა).
თამაშს რაც შეეხება არ ღირს ამაზე რამის თქმა გაცილებით აჯობებს თუნდაც განმეორებით ყურება, ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა, ართავაზდიანმა ზედიზედ მეორეთ გვასახელა

ჩვენ გუნდს რაც შეეხება სულ მალე თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგს აჩვენებს, აქამდე საუკეთესო შედეგია მსოფლიო კლასიფიკაციაში 34-ე ადგილი. მე-11-ე სეზონში როდესაც ეს რეიტინგები შემოიღეს ჩვენ მოგვცეს 35-ე ადგილი, შემდეგ კვირაშივე ერთი ადგილით დავწინაურდით და უკვე ამის მერე ძირითადად უკან-უკან ვიარეთ. ეხლა მსოფლიოში 36-ე გუნდი ვართ 213,0 ქულით.
დღევანდელი გამარჯვებით საკმაოდ უნდა მოვაგროვოთ ქულები და შესაბამისად ადგლებიც. შეიძლება უკვე რეკორდსმენი გუნდის მენეჯერიც ვარ
ამაზე ამდენი იმიტომ დავწერე რომ ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრობლემაა სასტარტო პოზიცია. ანუ ის ადგილი საიდანაც დავიწყებთ ჩემპიონატში თამაშებს. აქამდე სულ გვიწევდა ქვედა კალათებში მოხვედრა და შესაბამისად პირველივე ტურებში ბობოლებს ვეჯახებოდით. ამის შემდეგ როცა სათამაშო ფორმას ავკრიფავდით მხოლოდ ჩვენი დონის გუნდებიღა რჩებოდნენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მაღალ კალათამდე ასვლა. თავიდან სუსტ გუნდებთან თამაში, მერე კი ძლიერ და ბობოლა გუნდებთან რაც შეგვიძლია დღეს კარგათ ვაჩვენეთ ხორვატებს.
ამ კარგი ამბის გარდა ერთი კიდევ უფრო კარგი ამბავიც მაქვს

ამას წინ ერთი იდეა მომივიდა, გამეკეთებინა სავარჯიშო პროგრამა, როგორიც ჩვენ გვაქვს, ოღონდ უცხოელებისთვის. თავიდან ცოტა შრომატევადია მაგრამ კარგი რამე უნდა გამოვიდეს. მონაცემთა ბაზა გავაკეთე უცხოეთში გაყიდულ ახლგაზრდებზე, ჩვეულებრივად შევიტანე ყველა მონაცემი ყველა სკილი. ამ მოთამაშეების მენეჯერებსაც შევეხმიანე. ბევრს გაუხარდა რო ნაკრების მენეჯერი დაინტერესდა იმათი მოთამაშით. ბევრთან უკვე ნორმალური მიწერ მოწერაც მაქ და როგორც ჩანს ითვალისწინებენ ჩემ რჩევებს.
ჯერ ყველა მოთამაშე არ მყავს ბაზაში, 3.3 ლიგიდან-3.12 ლიის ჩათვლით დამრჩა სანახავი. ამათაც დავამატებ ამ დღეებში, თან მენეჯერებსაც შევეხმიანები და მერე ნელ-ნელა აეწყობა ყველაფერი. კიდე მაქ რაღაცეები მოფიქრებული იქათა სეზონიდან და ვნახოთ რა გამოვა.