დაფარება სხვა სკილებთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია - ეს მართალია; ამავე დროს დაფარების ვარჯიში უფრო ეფექტიანია და სკილაპები სწრაფად მოდის. ამიტომ დახარჯულ დროზე გაანგარიშებით დაფარების ვარჯიში ასე თუ ისე ღირს. ეს ერთი.
როცა სხვა სკილები მაღალია და დაფარება საგრძნობლად დაბალი, სხვა სკილების ვარჯიში ნელდება; ესე იგი დაფარების რაღაც დონემდე გავარჯიშება თუნდაც იმიტომ ღირს, რომ სხვა სკილების ვარჯიში არ შეანელოს - ეს ორი.
დაფარების მომატება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში (ჯინჭარაძე) ხელფასის დიდ ზრდას არ იწვევს, რადგან ხელფასის მეტი ნაწილი იმ სკილებზე მოდის, რომლებიც მოთამაშეს მაღალი აქვს. მაგალითად, ჯინჭარაძემ რომ 6 სკილაპი მოიმატოს დაფარებაში, ხელფასი გაეზრდება 113 ათასამდე; ხოლო თუ ამის მაგიერ 1 სკილაპს მიიღებს ფარქვეშ ტყორცნაში და 2-ს - ფარქვეშ დაცვაში, ხელფასი 114 ათასი ექნება. 17-16-12-13 ფორვარდი უკეთესია, თუ 18-18-12-7? ჩემი აზრით, +6 დაფარება +2 დაცვაზე მეტ ეფექტს უნდა იძლეოდეს დაცვაში (ეს ეფექტი მარტო დაბლოკილი ბურთებით არ უნდა გავზომოთ - პარალელურად მოწინააღმდეგის მიერ აცილების პროცენტიც მატულობს, მაგრამ ეს ასპექტი ციფრებში ცხადად არ ჩანს და ამიტომ ყურადღებას ნაკლებად იპყრობს).
მოკლედ, ჯინჭარაძის შემთხვევაში დაფარების ვარჯიში (12-მდე მაინც) გამართლებული მგონია. ჭყოიძე ცოტა სხვა შემთხვევაა, მაგრამ მთავარი სავარჯიშო ჯინჭარაძეა და სხვა არჩევანი არ აქვს, ჭყოიძემაც უნდა დაფარება ივარჯიშოს