J i j Iმე პირველის ვარჯიშს გირჩევდი. მსროლელები და ზოგადად პერიმეტრის ხალხი უფრო პრობლემატურია ვიდრე ცენტრები და ძალისმიერები.
დიდებაშვილისგან კარგი მსროლელის დაყენება უფრო ადვილად შეიძლება ვიდრე მეორისგან იგივე დონის ცენტრისა. თუმცა მეორეს ის უპირატესობა აქვს რომ უფრო დიდხანს შეუძლია ვარჯიში და 200 000-ზე მეტ ხელფასამდე მიაღწევს. პირველი კიდე მაქსიმუმ 140000-მდე. თუმცა მაინც პირველი ჯობია პერსპექტივის მხრივ.
მეორისაგან კარგი ცენტრის გაზრდა შიძლება მაგრამ მაშინ მსროლელს ვეღარ გაზრდი. აბსოლიტურად განსხვავებული ვარჯიშები სჭირდებთ.
თან გრძელვადიან პერსპექტივაში ისაც უნდა გაითვალისწინო რო მაგარი ცენტრი ეზრდება ჩვენ ნაკრებს და ძნელი იქნება ნაკრებში მოხვედრა. სხვა ძალიან პერსპექტიული ცენტრები და ძალისმიერებიც ნელნელა მოდიან. პერიმეტრის ხალხი კიდე პრობლემატურია. რამოდენიმე ახალგაზრდას მენეჯერებთან ერთად შევურჩიეთ ვარჯიშები და კარგი თაობა წამოვა შემდეგი სეზონებიდან. თუმცა თუ დიდებაშვილს ისე ავარჯიშებ როგორც მოვილაპარაკეთ მაგის ადგილიც იქნება ნაკრებში. თუ ბოლომდე ავარჯიშებ ეროვნულშიც ექნება შანსი. ყოველ შემთხვევში ეხლანდელ დიდების ნაკრებში არის ხალხი რომლებსაც ეგ კარგი ვარჯიშის შემთხვევაში სულ ადვილად გაასწრებს.
მე ესეთ რამეს გირჩევდი ავარჯიშე დიდებაშვილი პერიმეტრულ დაცვაში. დააყენე ხოლმე და 48 წუთი შეუცვლელად ათამაშე მსროლელად. მერე ისეთ თამაშზე სადაც შედეგს დიდი მნიშვნელობა არ ექნება ან ამხანაგურზე დააყენე ეგ რამიშვილი მსროლელად და ისაც 48 წუთი ათამაშე. პარალელურად მაგასაც მოამატებინე ერთი-ორი სკილი პერიმეტრულ დაცვაზე და მერე გაყიდე. ეხლა რაც ეღირება ორ მაგდენს გადაგიხდიან. ან მეორე ვარიანტიცაა თუ გამოჩნდა ვინმე ქართველი მენეჯერი და მაგის ვარჯიში მოინდომა მიყიდე და იმან გაზარდოს.
ოღონდ მთავარია იაფად არ მოხვდეს სხვა ქვეყნის გუნდში. ვინც წინა სეზონებში იაფად გაიყიდა უცხოეთში უმეტესობა არ ვარჯიშობს, სამაგიეროდ ვინც სერიოზული ფული გადაიხადა ყველა მონდომებით ავარჯიშებს
M43DL0კი იცი რო მეც გიჭერ მხარს თუმცა მაინც დაველოდები პროგრამას და მერე მოგცემ ხმას
ოღონდ ერთი ეგაა რო ვისი ვარჯიშიც მე დავიწყე და ახლგაზრდულში მენეჯერთან ერთად ვავარჯიშებთ, შემდეგაც გავაგრძელებინებ და ისეთ კალათბურთელებს დავაყენებთ როგორებიც თავიდან იყო ჩაფიქრებული. ამაზე იმედია შევთანხმდებით

კიდე ერთი ნაკრებისთვის შესაფერის კალათბურთელია 22-ის გახდა და დროზე უნდა შეერჩეს პოზიცია როგორ გააგრძელოს ვარჯიში.