ვეცდები, ისე აგიხსნა, რომ მოკლედ გამოვიდეს.
1. ბაზერში მოთამაშეების 5 ამპლუა არსებობს - გამთამაშებელი, მსროლელი, მსუბუქი ფორვარდი, ძალისმიერი ფორვარდი და ცენტრი. შემოკლებით ასე:
გამთამაშებელი - გმ
მსროლელი - მს
მსუბუქი ფორვარდი - მფ
ძალისმიერი ფორვარდი - ძფ
ცენტრი - ც
2. ყველა მოთამაშის მთავარი მაჩვენებლებია ეგრეთ წოდებული "სკილები" (ოსტატობის დონეები). ესენი შემდეგია:
ნახტომში ტყორცნა
ტყორცნის დიაპაზონი
პერიმეტრული დაცვა
ბურთის ტარება
დრიბლინგი
პასი
ფარქვეშ ტყორცნა
ფარქვეშ დაცვა
მოხსნა
ბლოკი
გამძლეობა
საჯარიმო ტყორცნა
გამოცდილება
3. პირველი ექვსი სკილი (ე.წ. გარეთა სკილები) სჭირდებათ გთ და მს-ებს, შემდეგი ოთხი (ე.წ. შიდა) - ძფ-ებს და ც-ებს. რაც შეეხება მფ-ს, მაგას ყველა სჭირდება ასე თუ ისე თანაბრად.
4. ბაზერის პროგრამა კონკრეტულ მოთამაშეს ანიჭებს ამპლუას იმის მიხედვით, თუ რომელი სკილები აქვს უკეთესი. მაგ., თუ გარეთა სკილები (პირველი ექვსი) უფრო მაღალი აქვს შიდაზე, მაშინ გთ-ს ან მს-ს უწერს. აქ სიმაღლე ჯერჯერობით არაფერ შუაშია. ასევე არ არის აკრძალული მოთამაშის სხვა როლზე გამოყენება - მაგალითად, ამპლუით მსროლელი შეგიძლია მსუბუქ ფორვარდად დააყენო შენს შემადგენლობაში.
5. სიმაღლეს მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა მოთამაშეს ავარჯიშებ. მაღალი მოთამაშეები უფრო ჩქარა ითვისებენ "შიდა" სკილებს, დაბლები - "გარე" სკილებს. ამიტომ როცა 18 წლის ბიჭის ვარჯიშს იწყებ, 1.80 თუ არის, მისი ცენტრად ვარჯიში უაზრობაა - ძალიან ნელა გაიზრდება და სანამ კარგად დაამხეცებ, დაბერდება კიდეც.
6. მოთამაშე მით უფრო ჩქარა იმატებს სკილებს, რაც უფრო ახალგაზრდაა. ზოგი 25-26 წლამდეც შეიძლება ავარჯიშო (თუ ძალიან მაგარი გინდა გაზარდო), მაგრამ უმრავლესობას 23-24 წლისთვის მოთავებული აქვს თავისი მაქსიმუმი.
7. მოთამაშე მით უფრო ჩქარა იმატებს სკილებს, რაც უფრო კაი მწვრთნელი გყავს.
8. ძალიან მნიშვნელოვანია მოთამაშის პოტენციალი. იგი განსაზღვრავს, თუ მაქსიმუმ რა დონემდე შეიძლება გაიზარდოს ამ მოთამაშის სკილები. თითოეულ პოტენციალს დაახლოებით შეესაბამება ხელფასის ე.წ. "ჭერი", რომლის მიღწევის შემდეგაც მოთამაშე თითმის აღარ იმატებს სკილებს, გინდა სიკვდილამდე ავარჯიშო. ამიტომ მისი შემდგომი ვარჯიში ტყუილა დროის ფლანგვაა. "გრანდი" მოთამაშეები 100K ხელფასს ზემოთ არიან. ამ დონეს მხოლოდ ისინი აღწევენ, ვისი პოტენციალიც "უპერვარსკვლავი" (ანუ 8) და მეტია. თუ პოტენციალი 5-ზე დაბალი აქვს, მოთამაშის ვარჯიში თითქმის არ ღირს - 40K ხელფასის ზემოთ თითქმის ვერასდროს ავა.
9. გამძლეობა და საჯარიმოები ცალკე სავარჯიშოა. ნორმალურად რომ ითამაშოს, გამძლეობა 5-6 მაინც უნდა.
10. გამოცდილება ნათამაშევ წუთებზეა დამოკიდებული. რაც უფრო გამოცდილია მოთამაშე, უფრო კარგად თამაშობს გადამწყვეტ მომენტებში. ეს სკილი ცალკე არ ვარჯიშდება.
ესაა ძაან მოკლედ. დანარჩენი ჯობია თვითონ წაიკითხო ქართულ ლინკზე (რაც ამ თემის პირველ გვერდზე დევს) ან - თუ ინგლისური იცი - ბაზერის ფორუმებზე.
This post has been edited by Roentgen on 2 Mar 2012, 00:25
მიმაგრებული სურათი