დაასრულა ამ სეზონში ჩვენმა ახალგაზრდულმა ოფიციალური თამაშები. ცოტა გაგვიმართლა, ცოტა არ გაგვიმართლა, მაგრამ მთლიანობაში ნორმალური სეზონი გვქონდა.
დარჩენილ კვირებში ამხანაგურებს ვითამაშებთ. როგორც აქამდე ვაკეთებდი ეხლაც ვისაც გვაწყობს მხოლოდ იმათ ვეთამაშებით, არანაირი ფეირ ფლეი, მხოლოდ პირადი ინტერესები
ხვალინდელი ვარჯიშისთვის ყველა მენეჯერმა იცის რა სჭირდება ახალგაზრდულს თავიანთი მოთამაშეებისაგან და იმედია ყველაფერი ეხლაც კარგათ იქნება.
ხვალიდან ახალ საარჩევნო კამპანიას ვიწყებ

თუ ვინმე აპირებთ ახალგაზრდულის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დაწერეთ რას და როგორ აპირებთ, თქვენ რას გააკეთებდით, მე რას ვერ ან არ ვაკეთებ. გეგმა, პროგრამა და ასე შემდეგ. ზოგადად ნაკრებისთვის აჯობებს მსურველებმა ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოთ.
ჩემ ახალ გეგმას რაც შეეხება მალე დავდებ. პრონციპში მოფიქრებული მაქ და მარტო დასაწერია
ძველ გეგმას თუ საარჩევნო პირობას რაც შეეხება ყველა წინადადება შესრულდა .
ესაც სრული ტექსტი, რომელიც ბაზერში დავწერე და ამდენი ხანი სპეციალურად არ ვცვლიდი:
"
ვუსურვებ საქართველოს ყველაფერ საუკეთესოს!
პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით ვინც მხარი დამიჭირეთ არჩევნებში. შევეცდები გავამართლო თქვენი იმედები.
ალბათ ყველამ ზეპირად ვიცით ის პრობლემები რაც ახალგაზრდულ ნაკრებშია და მაქსიმალურად შევეცდები ეს გამოსწორდეს, ამ ყველაფერში კი თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
აუცილებლად მოწესრიგდება მოთამაშეთა სიები. ყოველკვირეულად მოხდება მოთამაშეთა ვარჯიშზე და მათ სათამაშო ფორმაზე თვალყურის დევნება. ეს საკითხი ტექნიკურად უკვე მოვაგვარე და აბსოლიტურად ყველა ქართველ მოთამაშეს დავაკვირდებით.
ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ პერსპექტიულ მოთამაშეებსა და მათ მენეჯერებს.
თქვენი მხარდაჭერით იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება ჩვენი შიდა ბაზარი და პერსპექტიულ მოთამაშეებს აღარ დავკარგავთ.
აუცილებლად უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ჩვენც შევქმნათ ახალგაზრდულ ნაკრებში სისტემა, რომლის დროსაც არცერთ სეზონში თაობათა ცვლაში ჩავარდნა არ გვექნება.
ეს ყველაფერი საკმაოდ რთული გასაკეთებელია,ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, ჩვენი მიზანი კი ღირსეული ნაკრებია.
ვუსურვებ საქართველოს ყველაფერ საუკეთესოს! "
იმედია (კარგი გაგებით)კონკურენტები გამომიჩნდებიან, რასაც მე ვაკეთებ იგივე შეუძლია ნებისმიერს რომ გააკეთოს. თან თქვენი უპირატესობა ის იქნება რომ მე ეს უკვე ორჯერ გავაკეთე და ჩემი მაგალითები წინ გაქვთ.
ჩემი უპირატესობა ისაა რომ რისი გაკეთება და სწავლაც თქვენ მოგიწევთ მე უკვე 2-ჯერ ორივით ვიცი

.
ერთ რამეს ჩემი გამოცდილებიდანაც დავამატებ. თუკი როდესმე, ვინმემ რამე წარმატებას მიაღწია, ან ეროვნულში, ან ახალგაზრდულში, ეს მოხდა არა იმიტომ რომ ის განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ რომ მას გვერდში ედგნენ ძალიან კარგი მენეჯერები, რომლებმაც საქმის 99% გააკეთეს. თუმცა მადლობის 99% იმ სხვას ხვდება.
მემგონი მაგარი რამე დავწერე

ველოდები თქვენ აქტიურობას.