Roentgenბენდუ მართლა მაგარია, ამ სეზონში 2 სკილს მოასწრებს კიდე. ერთი ეხლა უნდა მოიმატოს და ერთიც სულ ბოლო კვირაში.
შემდეგ სეზონში ახალგაზრდულში აღარ იქნება, მაგრამ ერთი სეზონი კიდე მინდა ვავარჯიშო. აი მერე მართლა პირველი იქნება. ჯერ მარტო 2 სეზონი მოასწრო ამ სავარჯიშო პროგრამით ვარჯიში. ეგ რო 18 წლის ყოფილიყო და 4 სეზონი მოესწრო აუ რა იქნებოდა
ამასთან ერთად რამოდენიმე სხვა მენეჯერსაც შევთავაზე ერთად გვევარჯიშებინა სანაკრებოდ ამ ასაკის ხალხი, მაგრამ არ დამიჯერეს. ზოგმა 2-3 კვირა გაითვალისწინა ის ვარჯიშები, უმეტესობამ ერთი კვირა ავარჯიშა და მერე ისევ თავისი ვარჯიშები გაუგრძელეს. არადა იმედია შეადარებენ სეზონის შემდეგ ეს როგორი მოთამაშე იქნება და ისინი როგორი.
18-19 წლიანებში უფრო კარგადა საქმე ყველა პოზიციაზე ვზრდით ხალხს, თუ მენეჯერები ბოლომდე მიყვებიან ამ პროგრამას ყველა პოზიციაზე ამ დონის ხალხი გვეყოლება. იმედია როგორც წინა სეზონებში ხდებოდა ეხლაც არ დაგვეზარება და შუა გზაზე არ მივატოვებთ ყველაფერს.
მთავარია მონდომება და ვერავინ ვერ გვაჯობებს, ვიღაც პოლონელმა ან ამერიკელმა ან ესპანელმა როგორ უნდა გვაჯობოს. საერთო თამაშია, ყველაზე ერთი და იგივე წესები ვრცელდება, იმათ თუ მოიფიქრეს და გააკეთეს ჩვენ უფრო უკეთეს გავაკეთებთ.
ახალი სეზონში დიდი გეგმები მაქვს, უფრო მეტ ხალხს ვავარჯიშებთ და უფრო საინტერესოდაც გაკეთდება ყველაფერი. მნიშვნელობა არ ექნება ისევ ამირჩევთ მენეჯერათ თუ არა
ჯერ კონკურენტები არ ჩანან, არადა რო იცოდეთ რა მუღამი აქ ახალგაზრდულ ნაკრებს. მე პირადათ არცერთი ეროვნული ნაკრების მენეჯერობაზე არ გავცვლი. ( თანხის დამატებითაც არ გავცვლი

)