TranceMakerეგ ისეთი მონაცემებით ყოფილა რო კი უნდა აიყვანო. "მოთამაშე 2" ეგ დააყენე პირველზე. კარგი მწვრთნელი თუ გყავს და ბოლომდე გინდა გაზარდო მაგაზე კარგ ვარიანტს ვერ ნახავ.
შენს ლიგაში იქნებ არის კიდე ვინმე ვინც სერიოზულად აპირებს ახალგაზრდების ვარჯიშს და იმას დაუთმე ის დაბლები, შენ კიდე მაგასთან ერთად "მოთამაშე 1" აიყვანე.
თუ სხვას არავის უნდა და ის დაბალიც შენ შეგხვდა მაშინ გაყიდე.
მოკლედ მოთამაშე 2 აიყვანე ჯერ და მერე სიტუაციიდან გამომდინარე.
J i j Iგიშოვი მსუბუქს. დრაფტი როგორც კი იქნება ყველას მონაცემები მექნება და ამოვარჩიოთ.
მსუბუქების გაზრდა ყველას ეზარება, არადა კარგი მსუბუქი თუ გყავს გუნდში ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს.
Ramo_s5პირველი წესი მაგ დროს და ყველაზე მთავარი არის ის რომ ხელფასის სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
მთავარია სხვადასხვა მოთამაშეების სკილები როგორ ეწყობა ერთმანეთს. ჩემი გუნდიც დაახლოებით ეგრე ავაწყვე და ახალგაზრდულშიც ზუსრტად იგივე პრინციპს ვიყენებ, თავის დროზე ეროვნულშიც ზუსტად ეგრე ვაკეთებდი. უბრალოდ რამოდენიმე პატარა გამონაკლისი დავუშვი გუნდში იმიტო რო თავიდან ფული არ მქონდა. ეხლა ვისაც ვიყიდი თუ ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს სულ რომ მაჩუქონ მაინც არ ავიყვან გუნდში.
რომელ პოზიციას როგორი სკილები უნდა ჰქონდეს მაგაზე გაკეთებული მაქ მთელი გამოსათვლელი პროგრამები. მერე ეს ხალხი ერთად როგორ ითამაშებს და ასე შემდეგ. თითქოს უმნიშვნელოა მაგრამ ზოგჯერ მეორადი სკილებიდანაც კი ერთ-ერთი სულ ოდნავ რომ შეეცვლება მერე სულ სხვანაირად იწყებს ის მოთამაშე თამაშს. შეიძლება უცბად პასებს, მოუმატოს და სროლებს მოუკლოს, ან დაცვაში ჩადგეს და შეტევაში ძალიან ცოტა ისროლოს, ან შეიძლება უცბათ დაჯარიმებებს მოუმატოს. ანდაც მანამდე გუნდურმა მოთამაშე უცბათ ინდივიდუალურად დაიწყოს თამაში.
მოკლედ ყველა სკილს თუნდაც მეორადს და მესამედს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
თვითონ ეს პროგრამა მე რაც გავაკეთე ძალიან რთული გამოვიდა, ამიტომ დონეებად დავყავი. როგორც კი მოთამაშე რომლის ყიდვასაც ვაპირებ ჩემთვის სასურველ დონეში მოხვდება მერე ვიწყებ დაწვრილებით ყველაფრის გადამოწმებას.
აქამდეც ბევრჯერ დავწერე და კიდე დავწერ რო ეს არის კომპიუტერული პროგრამა, სადაც ყველაფერი თავიდანვე მოფიქრებულია და წესებიც დაწერილია. ამიტომ ყველაფერი ისე ხდება როგორც ამის ავტორმა მოიფიქრა და გააკეთა. უბრალოდ უნდა დაამუღამო სულ ეგაა.
მომწერე რა პოზიციაზე აპირებ ყიდვას და დაახლოებით რა ხელფასი უნდა ჰქონდეს, გრძელვადიანი პერსპექტივით გინდა ანუ ახალგაზრდა რომ იყოს თუ 2-3 სეზონით, დაახლოებით რა თანხის გადახდას აპირებ და მაგის მიხედვით გეტყვი ყველაზე კარგ ვარიანტს, მერე ამ არჩეულმა მოთამაშემ თავისზე ორჯერ მეტ ხელფასიანს თუ არ აჯობა ყველაფერში მე თვითოვნე დავწერ რო არიფი ვარ მეთქი ამ საქმეში