მეორე პერიოდს თუ არ გავითვალისწინებთ, კარგად იდგა გუნდი. ერთი ეგაა, რომ შოუ აშკარად ვერ ანაწილებს გუნდში რგოლებს, წუთების დისტრიბუციაც რაღაც ###ური აქვს.
ტიპებს არ აქვთ საშუალება თავიანთი ძლიერი მხარე გამოაჩინონ. მაგალითად დარელ არტური რომ 3-იანების სროლით კვდება და ეგ აშკარად არ გამოსდის, გუნდში 10 კაცია რომელიც მაგაზე უკეთ ისვრის, მაგრამ ეს წინ კი არ შეიწევა და უბრალო შორეულ 2-იანს ცდის, 3-იან დაუბაგუნებს და გამაზავს

გალინარი ტრავმის შემდეგ სტივ ნოვაკი არის, ბურთს იღებს, ზედმეტი დაგდების გარეშე უკან აბრუნებს, ან 3-იანს ესვრის.
უილსონ ჩენდლერი წერომ წაიყვანოს, ან კახა ლაბორალმა, აღარ შემიძლია მაგის ყურება.
მაკგი ვერასოდეს განვითარდება ალბათ, მოზგოვს ვერ ჯობნის ძირითად ცენტრზე, არადა ტიმოფეი ბურთს რო იღებს გეგონება ცხელი კარტოფილი უჭირავსო და ფარის დაცვის გარდა ყველაფერში ჯაბნის მაინც მაკგის. ზედმეტად დაბნეულია ის.
სეზონის გადარჩენა და პო-ში გასვლა უკვე გამორიცხულია, ერთი იმის იმედი მაქვს კარგი საყურებელი მატჩები მაინც იყოს, სირბილს უმატებენ თუ არა, fun to watch გუნდია. გუშინ ეგეთი იყო, იმის წინაც ინდიანასთან მონდომებულები იყვნენ
მიმაგრებული სურათი