რაღაცეები არ იცვლება.
კირა ნაითლის მკერდი არ ჩანს. კირას მკერდს კირაც ვერ ხედავს.
მიკი რურკი ბავშვობიდან ძაან ცუდი ტიპია.
სტივი უანდერი გადასასვლელზე დედამისის დაქალს ვერ გადაიყვანს.
ნიქ ქეივი არ დაწერს ლექსს ბედნიერ ბოჩოლაზე. ქეივი მუქად აზროვნებს.
სიკვდილი არ იცვლება.
გადასახადები არ იცვლება.
ფასიანი სექსი არ იცვლება. ერთჯერად სამოთხეში შესვლა ერთჯერადია.
ქართველი ტაქსისტები არ იცვლებიან. აცრილები ჰიგიენაზე და მოძრაობის წესებზე.
ორალური სექსის ბოლო ფაზაში მამაკაცის თვალები არ იცვლება.
სტივენ სპილბერგი არ იცვლება. ჰოლივუდში ბიძას თავისი ჰოლივუდი აქვს.
ტოტალიზატორში უეჭველისტების საუბრის ტემბრი არ იცვლება. ”არა ტო, ადინ იქსს არ გაექცევა”-ს თემა.
გაი რიჩის ფილმებში დიალოგები არ იცვლება. გაი Ritch-ია.
ვენსან კასელი ცოლს არ შეცვლის. ეგეთ ცოლებს არ ცვლიან. არ შეიძლება.
”სან ანტონიო” არ იცვლება. მოდიან მელოუნები, შაკები, დრექსლერები, გასოლები და ”სან ანტონიო” რჩება. ტიმ დანკანის ”სან ანტონიო”.
თუ ზემოთ, ჭაღარა ბიძა ცხოვრების ჭადრაკში როქს გააკეთებს, რაღაცეები შეიძლება შეიცვალოს.
კირა ნაითლი მკერდს გაიზრდის და კირა მენდესი გახდება.
მიკი რურკი საბავშვო იოგურტის რეკლამაში გადაიღებენ.
სტივი უანდერი გახსნის ბიუროს ”გზაზე გადასვლის ერთჯერადი სეანსები სტივისთან ერთად”.
ნიქ ქეივის ახალი ალბომი მხიარული ონანისტების ჰიმნების კრებული იქნება.
სიკვდილი შეიცვლება და მაჯვენა მკერდის თავზე მიკი მაუსის სვირინგს გაიკეთებს.
გადასახადებს შეცვლიან, მოხსნიან, დააბრუნებენ და გადაიხდიან.
ფასიანი სექსი ჯერ ვერ იცვლება. Sorry for that...
ქართველი ტაქსისტები ჰიგიენასთან იმეგობრობენ და წითელზე გაჩერდებიან.
ორალური სექსის ბოლო ფაზაში მამაკაცს დაკმაყოფილებული მანდილოსნის სახე ექნება. და უფილტრო ჟიტანს წვრილი პარლამენტით შეცვლის.
სტივენ სპილბერგი ნიკიტა მიხალკოვის აგარაკზე გადავა საცხოვრებლად და ინდიანა ჯონსის ახალ სერიას ჩაუჯდება. ჰარისონ ფორდს ოლეგ მენშიკოვი შეცვლის.
ტოტალიზატორებში ადინ იქსები მოიხსნება.
გაი რიჩი კარდიფში ჩავა და ოზი ოზბორნის პირველ ”ნაშასთან” ექსკლუზივს ხევს. მერე სხვა რაღაცას ხევს და გაი Ritch-ი ვეღარ იქნება.
ვენსან კასელი მონიკა ბელუჩის რობერ ოსეინზე გაცვლის.
”სან ანტონიო” იგივე დარჩება. იქ ტიმ დანკანია. ზემოთ, ჭაღარა ბიძამ რაღაც ვერ გათვალა.
სიკვდილი გადასახადებს გადაიხდის და სან ანტონიოში ჩავა. მოიხსნის მოსასხამს და ვარდისფერ პერანგს მოიგდებს. შევა AT&T დარბაზის გასახდელში და ტიმ დანკანს ავტოგრაფს გამაორთმევს. კირაც იქ იქნება. მიკიც. და ნიქ ქეივიც.
დანკანი არ იცვლება. Ageless basterd.
http://news.ge/ge/news/story/35998-sikvdil...ebi-tim-dankani
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka