"ოკლაჰომა" შეიცვალა და იგივე დარჩა. "ოკლაჰომა" არ იცვლება და შესაცვლელია. "ოკლაჰომა" კევინ დიურანის პროექტია და "ოკლაჰომაში" რას უესთბრუქის პოეზიის საათები უკვე დამღლელია. რასი ცუდი პოეტია. დიურანი კარგი დრამატურგია. რასი ცუდი სოლოისტია. დიურანის რიფები ტალღებია. და იმ ტალღებს მოაქვს. კევინმა მოსაგები უნდა მოიგოს და მისტერ დიურანს მისტერ უესთბრუქი ხელს უშლის. "ოკლაჰომა" არ იცვლება და რასი უნდა შეიცვალოს.
"სან ანტონიო" ძველი ბიჭების გუნდია. ძველი ბიჭები ძველები ასაკით არიან და "ოკლაჰომა" ძველი ბიჭებით ქუჩურად თამაშობს. დიურანი კლასიკურზე გადავიდა, ვაგნერს, ვივალდის შლის და უესთბრუქი ისევ სნუპზე ზის. დიურანი გუნდურად ფიქრობს, დიდი ბიჭია და რასი ჯერ ღლაპი და მავნებელი გენიოსია. უესთბრუქმა არ იცის რაც იცის. დიურანი ლამაზ ნოველებს წერს და რასი სტრიქონებს შორის არ კითხულობს.
ამ რეგულარულში "ოკლაჰომას" ორჯერ მოხვდა "სან ანტონიოსგან". ჯერ მძიმე გრაინდში, სეზონის სტარტზე 84:86. იმ თამაშში ტონი პარკერმა ბოლო წამებზე აჭრა "ოკლაჰომა". მეორე შეხვედრა უფრო მეგობრული, უკომპლექსო, თავისუფალი იყო. "სან ანტონიომ" თავისუფალ კალათბურთშიც უფრო თავისუფლად გააკეთა საქმე და დიურანს ატკინა. იმ თამაშში (93:105) რასი ხულიგანი იყო. უესთბრუქმა 27 სროლა შეასრულა. დიურანმა – 13. უესთბრუქმა 27 სროლით 25 ქულა აიღო. დიურანმა – 13/26. რასი იყო სკუბი დუ და კევინი – გაზრდილი, დაკაცებული სიმბა. უესთბრუქმა ვერ მოიგო და კევინს არ მოაგებინეს. "სან ანტონიომ" საქმე გააკეთა. "სან ანტონიომ" რასს ჯოკრები დაუტოვა და კევინი უკოზიროდ, ცუდი კარტით დარჩა.
"ოკლაჰომა" დიურანის გუნდია. და "ოკლაჰომაში" უესთბრუქის თემა ხმაურობს, არ ჩერდება. რასი თუ არ დაოკდება, ლიგის ისტორიაში (1955 წლიდან) გახდება პირველი ტიპი, რომელიც თავის გუნდში ყველაზე მეტ სროლას შეასრულებს და ვერ აიღებს საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას. ყველაფერი ძალიან მარტივია. რასი გუნდისთვის ზემდეტად ნიჭიერი, ცუდი ტიპია. მოსაწესრიგებელი ახალგაზრდა, რომელიც სულ "გორლაზეა".
უესთბრუქი ამ რეგულარულში – 67 თამაში, 23.4 ქულა, 7.6 პასი, 5.4 მოხსნა, 1.8 ჩაჭრა, საიმედო დაცვა და არასაიმედო აზროვნება. რასი სტაბილურად არასტაბილურია.
დიურანი ამ სეზონში – 67 თამაში, 28.3 ქულა, 7.9 მოხსნა, 4.5 პასი, 1.5 ჩაჭრა, 1.2 დაფარება. კევინი ლებრონის შემდეგ საუკეთესოა და იდეაში, ისედაც საუკეთესოა. ლებრონი ნორმალური ხალხის სიაშია არ შედის.
კევინი ლიგაში პირველია. 28.3 ქულით. დიურანი უკვე სამჯერ იყო ლიგის Top Scorer. თემაა. და ბოლო 20 თამაშში კევინი ისვენებს. 4 თებერვლიდან, დიურანზე მეტს იღებენ ჯეიმს ჰარდენი (27.8), ლებრონ ჯეიმსი (26.2), კობი ბრაიანტი (25.5), უესთბრუქი (25.3). კევინი მეხუთეზეა (25.2). ბოლო ტესტში, "დალასთან" (107:101) კევინმა 31 ქულა წამოიღო, უესთბრუქმა ოჯახურ ყულაბაში 35 ქულა ჩაყარა.
"ოკლაჰომაში" სერჟ იბაკა უკეთესი შემსრულებელია და იცის, რომ ბევრ მაღალს დააკომპლექსებს.
"ოკლაჰომაში" კენდრიკ პერკინსი ვერ იცვლება და "ოკლაჰომას" ეს აწყობს.
"ოკლაჰომაში" კევინ მარტინის ერთჯერადი ნიჭი ბევრ სხვა იაღლიშს ფარავს და "ოკლაჰომა" ბევრი პრობლემით იგებს. და "ოკლაჰომა" მოიგებს. "ოკლაჰომაში" კევინ დიურანია და ბიჭს ხელს უშლიან. დიურანს რასი ვერ ხედავს და უესთბრუქმა უნდა მოინდომოს. რასმა უნდა მოინდომოს და დაინახოს კევინი. ეს ჩვეულებრივი თემაა.
დასავლეთში "სან ანტონიო" არ გაჩერდება და "ოკლაჰომამ" ტემპი არ უნდა დააგდოს. დასავლეთში "სან ანტონიო" ბოსია და "ოკლაჰომას" ჯეიმს ჰარდენის დეფიციტი აქვს.
"ოკლაჰომა" შეიცვალა და იგივე დარჩა. "ოკლაჰომა" არ იცვლება და შესაცვლელია. "ოკლაჰომა" კევინ დიურანის პროექტია და "ოკლაჰომაში" რას უესთბრუქის პოეზიის საათები უკვე დამღლელია. რასი ცუდი პოეტია. დიურანი კარგი დრამატურგია. რასი ცუდი სოლოისტია. დიურანის რიფები ტალღებია. და იმ ტალღებს მოაქვს. კევინმა მოსაგები უნდა მოიგოს და მისტერ დიურანს მისტერ უესთბრუქი ხელს უშლის. "ოკლაჰომა" არ იცვლება და რასი უნდა შეიცვალოს.
რასიზმით ვერ მოიგებ. ძალიან რთულია. © ავტორს კი იცნობდით ხელწერით
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)