საქმეც მაგაშია რომ ტელეტოვიჩია გმირი დღევანდელი შეხვედრის
II ტაიმში ბურთი რა წერტილიდან, რა მოძრაობაში, რა სირთუაციდანაც ისროლა ყველა ჩააგდო. გამოვ****დი ტიპი მოუმზადებელ ნახტომში ისროდა და აგდებდა. მარტო ტელეტოვიჩი არა სხვებმაც არანაკლდებად დაგვბომბეს და სწორედ ეს გახდა ის რის გამოც წავაგეთ. ჩვენ რასაც შრომის ფასად 2 ქულიანებს ვაგროვებდით, ისინი ერთს გადააგდებდნენ ბურთს და 3 ქულას უშრომელად გადიოდნენ. მოდი და ეთამაშე ეხლა ამათ. ამის გამოც მოიგეს დამსახურებულად, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ. წინა პოსტშიც ვივარაუდე რომ მოგვიგებდა და ასეც მოხდა.
ჩვენებმა უფრო მეტი ოფლი და ჯაფა გასწიეს, არანაირად არ ვადანაშაულებ, საერთო ჯამში ბოლომდე დაიხარჯნენ და შესაძლებლობის მაქსიმუმი გააკეთეს. ცოდვა იქნება ვინმეს რომ თამაშის წაგება დავაბრალო.
პულენს რაც შეეხება პირველი ტაიმის დასასრულს როგორი 4 ქულა მოგვიტანა? ასე მგონია პულენის ადგილას ვინმე ქართველი ყოფილიყო იმ 4 ქულას ვერ მოგვცემდა რაც პულენმა გააკეთა.
ფაჩულიას რაც შეეხება სიტყვები არ მყოფნის, უძლიერესია თავისი აგრესიული შემართებით გუნდის მიმართ
ისეა თუ ასეა კარგი და დაძაბული თამაში იყო, დასანანია ესე პატარა სხვაობით წაგება, თუნდაც ოდნავ მეტი სიზუსტით რომ გვეთამაშა შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო მაგრამ აშკარაა რომ შორეული სროლებით დიდი უპირატესობაც მოიპოვეს და საბოლოოდ დავმარცხდით კიდეც.
შემდეგ თამაშში უკვე იმედი გამიჩნდა მოგების
This post has been edited by lasha16 on 5 Sep 2012, 22:01