1. (12) Rajon Rondo
2. (25) Al Horford
3. (48) Marcin Gortat
4. (61) Tyreke Evans
5. (84) Mario Chalmers
6. (97) Derrick Favors
7. (120) Metta World Peace
8. (133) Jerryd Bayless
9. (156) Marvin Williams
10. (169) Boris Diaw
11. (192) Chandler Parsons
12. (205) Delonte West*
13. (228) Mike Miller
ვესტი ვეივერებში გავუშვი და ავიყვანე აარონ ბრუქსი.
ყველას გუნდი გააანალიზეთ უკვე და 1-2 სიტყვა ჩემ გუნდზეც თქვით რა. ნებისმიერ შენიშვნას გავითვალისწინებ.
ჩემეული ანალიზი ასეთია:
ყველაზე დიდი მინუსი რაც ჩემს გუნდს აქვს არის FT და პერსონალურად ჩემი ბრალია ეგ. იმდენად ვაქცევდი სხვა კომპონენტებს მნიშვნელობას, რომ ეგ გამომრჩა

ბოლო ადგილს ვერაფრის დიდებით ვერ ავცდები მოკლედ საჯარიმოებში.

სამქულიანებში არ მაქვს საქმე კარგად, მაგრამ ამაზე ვერ ვიტყვი, რომ მთლად ჩემი ბრალია, რამდენიმე მიზეზის გამო - ჯერ ერთი კარგი სამქულიანების მსროლელები ზოგადად ძალიან ჭირს ლიგაში, თანაც ვინც კარგად ისვრის იმათი 80%-იც სხვა არაფერში ვარგა საერთოდ და თუ ძლიერი სამქულიანის მსროლელი გინდა რომ აიყვანო კაცმა, მაქსიმუმ მესამე ფიქამდე თუ მოახერხებ ამას. პირველ სამ ფიქში კი ჩემი სუბიექტური აზრით თითო-თითო აუცილებლად PG და C უნდა იყვნენ. ნუ რადგან 12-ე ფიქი ვიყავი ლებრონა, დურანტი, პოლი, დერონა ჩემამდე არ მოაღწევდნენ. ამიტომ რონდო რო არ ამეყვანა უბრალოდ არ შეიძლებოდა, რადგან მერე რაც არ უნდა მექნა პასების დეფიციტს ვეღარაფრით აღმოვფხვრიდი. სანამ მეორე არჩევანი მოაღწევდა ჩემამდე ამასობაში იასნია კარმელოს და კობის არავინ დამიტოვებდა.

ამიტომ ისევ აღარ დამრჩა არჩევანი გარდა იმისა, რომ ამეყვანა ძალიან კარგი ცენტრი და ავიყვანე ჰორფორდი, რომელიც იმედი მაქვს სრულად გამოჯანმრთელდა უკვე. რუდი გეის და იგუდალას დიდი პატივისმცემელი ვარ, მაგრამ ფენტეზისთვის ჰორფორდზე წინ ამათ ვერაფრით ვერ დავაყენებდი, თანაც ყველამ იცით ღირებული ბიგმენების როგორი დეფიციტია, მოკლედ ნუ რონდოსი არ იყოს და ჰორფორდიც არ იყო ხელიდან გასაშვები კაცი. აი უკვე მოყოლებული მესამე ფიქიდან ველოდებოდი კარგ სამქულიანისტებს, თუმცა ჩემამდე უკვე ფაქტიურად დაიცალა და აიყვანეს გეი, იგუდალა, პოლ ჯორჯი, ჯო ჯონსონი, პოლ პირსი, ჯინობილი...აი მესამე ფიქზე ყველაზე მეტად გამიჭირდა არჩევა, ვიცოდი ამ წრეშიც თუ არ ავიყვანდი ძლიერ სნაიპერს, მერე უკვე შანსი არარ მქონდა ფაქტიურად, მაგრამ გადავწყვიტე, რომ რა ხალხიც იყვნენ დარჩენილნი (გრეინჯერი, გორდონი, მეთიუზი, დენგი) საბოლოო ჯამში თუნდაც მაგ ერთ კომპონენტში ვერანაირად ვერ აქაჩავდნენ ჩემს გუნდს ისე მაღლა როგორც გორტატი ერთდროულად სამ სხვადასხვა კომპონენტში (მოხსნა/ბლოკი/ქულა), მითუმეტეს რომ ჰორფორდიც აყვანილი მყავდა უკვედა პრინციპში რონდოც. მერჩივნა, რომ კონკრეტულად მოხსნებში მაინც მქონოდა გარანტირებული ხუთეული (შემდეგში სხვა მოთამაშეების დამატებით) და ბლოკებშიც გარანტირებული ცხრილის ზედა ნახევარი, ვიდრე სამქულიანებში ძალიან საეჭვო ცხრილის შუა წელი. ამის მერე უკვე ვცდილობდი, რომ ამეყვანა დაბალანსებული მოთამაშეები, ვისაც გარანტირებული სასტარტო თუ არა მინიმუმ 20 -25 წუთი სათამაშო დრო ექნებოდა და თამაშში სულ მინიმუმ თითო ჩაჭრა ან ბლოკი + 10 ქულის ჩამგდები მაინც ყოფილიყო თამაშში, პარალელურად ვაქცევდი ყურადღებას, რომ თუ ცენტრი არ იქნებოდა სეზონში 60 სამქულიანი მაინც ჰქონოდა ჩაგდებული. ამიტომ 4-6 ფიქებით კმაყოფილი ვარტაირიკ ევანსი, მარიო ჩელმერსი, დერიკ ფეივორსი. აი მეშვიდეთი ამჟამად მაინცდამაინც კმაყოფილი ვარ თქო რომ ვთქვა, მთლად მართალი არ ვიქნები. რისკი იყო მეტა ვორლდ შარდი.

მაგრამ ნუ გარანტირებული სასტარტოა ლეიკერსში და კონკურენტებიც არ ყავს ისეთი, რომ დრო შეეზღუდოს, თან წელს ნეში ეყოლება და ჩემი აზრით არაა გამორიცხული ხარისხიანი პასების წყალობით ცოტათი მოიმატოს მისმა შედეგიანობამ, იმ ფონზე, რომ მის წინააღმდეგ აქტიური დაცვის სათამაშოდ არავის ეცლება, როცა მოედანზე მისი იობარ-გლადიატორი თანაგუნდელები იქნებიან.

მერვე წრეში დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ერთ-ერთი კარგი იგროკი ავიყვანე - ბეილისი. თუ ჯანმრთელად იქნა იმის მიუხედავად რომ ზამენის იგროკია, ძალიან სტაბილურია. მეცხრეში ავიყვანე მარვინ ვილიამსი და აი ამაშირატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ერთი იუტაში სასტარტო იქნება და მეორეც შეტევაში დაშედეგიანობაში ძალიან მოუმატებს, ატლანტაში ძალიან იყო დაჩაგრული, რაღაც უაზროდ იყო გაკვეხებული ჯო ჯონსონის და ჯოშ სმიტის შუაში და შეტევაში მასზე არასოდეს თამაშობდნენ. მეათეში ავიყვანე ბორის დიავი, რომელიც სან ანტონიოშიუეჭველი სასტარტო იქნება ალბათ და თან გამომდინარე იქიდან, რომ ტიმი ნამეტანი მობერდა და სეზონიდან სეზონამდე თამაშს უკლებს და ტრავმიანობს, ბლერი დიდი ვერაფერი ბედენაა და ბონერი მითუმეტეს,კაროჩე დიავს სერიოზული ფუნქცია ექნება სან ანტონიოს მაღლებში. მეთერთმეტე ვესტი მყავდა დადახასიათებას აზრი არღარა აქვს...ავიყვანე ბრუქსი, რომელმაც მნიშვნელოვნად მოუმატა და მიეცემა ალბათ სათამაშო დრო.აი მეთორმეტე თუ ჯანმრთელად მეყოლა დარწმუნებული ვარ ძალიან წამეშველება და მჯისი ფასი ერთი ათად მოიმატებს- მაიკ მილერი.

ჯერჯერობით ჯანმრთელია და პრესიზონის ბოლო თამაშშიც ითამასა და თან ძალიან მშვენივრადაც.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey