მოკლედ ერთი კვირა დარჩა სეზონის დაწყებამდე და როგორც ყოველთვის წელსაც საინტერესო იქნება ჰუზერების მოსაზრებების მოსმენა წინასწარ, მერე რო არავინ დაიწყოს "აი ხო ვამბობდი"-ო

დავწეროთ ნებისმიერი პროგნოზი რასაც ვფიქრობთ მაგრამ ძირითადად მაინც მაინტერესებს ვინ გგონიათ რეგულარულის გამარჯვებული (დასავლეთში), ჩემპიონი, მვპ...
ჩემს პროგნოზებს რაც შეეხება ვისი ჩემპიონობა მინდა მაგას აღარ ვიტყვი და რეალურად სამი თანაბარი შანსის მქონდე გუნდია, მაიამი მაიამია, ელეი ძალიან მოძლიერდა და ოქსიც უფრო "დაღვინებული" იქნება ამიტომ ვფიქრობ ამ ტრიოში სხვა ვერავინ ჩაერევა რაც არუნდა ბულკები და ქადები გვიძახონ მავანი გუნდის ფანებმა
MVP ლებრონამ რო ვერ აიღოს რაღაც სასწაული უნდა მოხდეს
მარა ამ ყველაფერთან ერთად საკმაოდ საინტერესო რეგულარი უნდა გვქონდეს წესით, ბევრმა გუნდმა ძალიან შეიცვალა როსტერი, გათანაბრდა დონე. აღმოსავლეთში მაიამის გარდა ნიქსი, ბრუკლინი, სელტიქსი, ჩიკაგო, ინდიანა, ფილა, ატლანტა თითქმის თანაბარი დონის გუნდები არიან და ალბათ ისინი გადაინაწილებენ ადგილებს პირველ რვა გუნდში
დასავლეთში ოქსი, ლალ, კლიპერსი, სპურსი შედარებით ძლიერი არიან სხვებზე მაგრამ დენვერი, მემფისი, მინესოტა, დალასი, ჰიუსტონი, იუტა და როგორც იქნა გოლდენ სტეიტიც ბევრს იბრძოლებენ მგონია.
მოკლედ იყოს ეს თემა ცოტახანი, იმ შვიდასგვერდიან თემაში პროგნოზების წერა მაინცდამაინც საინტერესო არარის