აი რატო? :დ
პასებში მოცილე არ ყავს, სულ ჯეიმსს აქვს ბურთი.
ბრაიანტს კიდევ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი გამთამაშებელი ყავს გუნდში.
რომელიც სეზონში 6.7 პასს აგროვებს საშუალოდ.
ან მოხსნები რანაირად უნდა ჰქონდეს იმ კალათბურთელს 8-ზე მეტი, რომელსცა გუნდში ჰოვარდი და გასოლი ყავს?
ვაფასებ წმინდა ინდივიდუალური კუთხით.
აი ფეხბურთში, როდესაც საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს ან ფორვარდს ასახელებენ, არავინ უყურებს იქ გუნდი რომელზე გავიდა.
ამ შეფასების სისტემაში კი ლამის მეტი ყურადღება ამას ექცევა.
მე კი იცი რა ლოგიკა არ მესმის?
თუ ალენი, ვეიდი და სასტავი უკეთ თამაშობს მაიამიში, ვიდრე დანტონის გაწვრთნილი, დაცვის გარეშე მოთამაშე ლეიკერსი, ამის გამო არის წელს ლებრონი კობიზე უკეთესი?
ფიზიკურად, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ლეიკერსში მოთამაშე შუთინგ გარდისთვის, იმაზე მეტსაც აკეთებს ბრაიანტი, მართლა არ მესმის მეტი რაღა უნდა ქნას.
ისევ ფეხბურთიდან მოვიყვან მაგალითად, რომელი გოლი მეტად ფასობს, პირველი, როცა გუნდი 1:0-ით გადის წინ, თუ მაგალითად მეოთხე, როცა 4:0 ხდება ანგარიში?
დაახლოებით ეგრეა აქაც.
ულებრონო მაიამიც კი გაცილებით უკეთესი გუნდია, ვიდრე უბრაიანტო ლეიკერსი წელს.
და ამ პირობებში, ტიპი ზურგზე მოიგდებს გუნდს და იმდენ ქლაჩ შოთს აკეთებს ბოლო მეოთხედში, თავმოყვარე კალათბურთელს მთელი კარიერის მანძილზე რომ ეყოფა.
მართალი ხარ, როცა ამბობ რა ლებრონის ბრალია, რომ მეტის გაკეთება არ სჭირდებაო.
მაგრამ რა კობის ბრალია, თუ ორივე მწვრთნელმა ჩაასვრევინა გუნდს და დაცვას?
ამის გამო ვამბობ, რომ წელსაც კი, 35 წლის კობი მირჩევნია ფორმის პიკში მყოფ ლებრონს.
და ხაზს ვუსვამ სიტყვა მირჩევნიას.
თქვენ რომელი გირჩევნიათ, თქვენი საქმეა