vormanaარაა ეგრე, რომ დღეს წაგვივიდა და აწი არ წაგვივა და ა.შ.
დღეს კი არ წაუვიდათ, გასაკეთებელი გააკეთეს.
როცა უკანახაზელი პერიმეტრთან დგას
მარტო, ვალდებულია რომ 3-დან 2 მაინც ჩააგდოს.
აი კობისთვის მნიშვნელობა არ აქვს მარტოა თუ უფარავენ, ყველა სიტუაციიდან შეუძლია სროლა, და თუ სხვისი ხელიდან რამდენიმე ჩააგდო, ვიტყვით, რომ წაუვიდა კობის სროლა.
მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა სიტუაციაა და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ჰოვარდი და გაზოლი გვეყოლება.
მაგათი ბურთის მიღება და მეტოქეზე ზურგით მიწოლა, უკვე იმის მომასწავებელია, რომ უფრო დიდი ალბათობით ჩააგდებენ.
ამიტომ საჭიროა ორმაგი დაცვა და ერთ-ერთი მეტოქე, რომელიც წესით რომელიმე უკანახაზელს უნდა იყვანდეს, გადადის ან გასოლზე ან ჰოვარდზე (რომელსაც აქვს ბურთი)
ამის გამო ჩვენი უკანა ხაზელები ძალიან ხშირად გათავისუფლდებიან და იქნებიან "ცარიელში" (როგორც იტყვიან ხოლმე)
იგივე იყო ამ შეხვედრაში.
თითქმის ყველა ცარიელიდან ისროლეს და ჩააგდეს კიდეც
ჩვენ არ გვყავს ალენი, ნოვაკი, მილერი და მისთანები, რომ ყველა მდგომარეობიდან ისროდნენ და აგდებდნენ სამიანებს.
სამაგიეროდ გვყავს ძალიან კარგი მე-4 და მე-5 ნომრები, რომლებიც უკანახაზელებს საშუალებას მისცემენ სამიანის სროლის დროს კონცეტრირებისთვის სულ მცირე 2 წამი ჰქონდეთ.
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".