ე.ი.
1. თანაბარი ქულები კვირის მიხედვით
1.1 თანაბარი ქულების შემთხვევაში, კვირის გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ნაკლები პროგნოზი აქვს გაკეთებული
1.2 თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, ამ შემთხვევაში გამარჯვებული იქნება ის, ვისაც დიდ სათამაშო დღეს (11 და მეტი თამაში) მეტი თამაში ექნება გამოცნობილი
ანუ ეს ბოლო რას ნიშნავს, ხო არის დღეები, როცა 11 და მეტი თამაშია, ხოდა შეიძლება სიტყვაზე ერთი დაემთხვას და ორივემ 10-10 გამოიცნო, მარა კვირის განმავლობაში ვისაც მეტი ექნება მოგროვილი ეგეთი დღეებიდან, ის იქნება გამარჯვებული.
ამდენი დამთხვევა აღარ მგონია მოხდეს და თუ მოხდა, ქულები გავყოთ.
2. თანაბარი ქულები სეზონის ბოლოს
2.1 იმ შემთხვევაში, თუ სეზონის ბოლოს ორ ან მეტ მოთამაშეს დაუგროვდა თანაბარი ქულები, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვინც სეზონის მანძილზე ორკვირიან ციკლში ყველაზე მეტჯერ იქნება გამარჯვებული.
2.2 თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარი იქნება, გამარჯვებული უკვე მეორე ადგილის მიხედვით გამოვლინდება, თუ მეორე ადგილიც თანაბარი იქნება, იქამდე სანამ, რომელიმე მოთამაშეს მეორეზე მეტი მესამე, მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ადგილი არ აღმოაჩნდება.
M43DL0ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი პუნქტებიდან მაგეების ნახვა პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის
მიმაგრებული სურათი