ვიცოდი რომ მხოლოდ მე-4 თამაშიდან დაიწყებოდა ის რის გამოც ,,აი ლავ ზის გეიმ" ვამბობდი ოდესღაც :დ
გაამართლა <3 ძლიერ ვისიამოვნე <3 ამ სეზონში არც მიმიღია მსგავსი სიამოვნება <3 ბოლოს ასეთი სიამოვნება სან ანტოინიო მემფისთან რომ დამარცხდა სერიაში იქ მივიღე, მაგრამ იქ ყველა თამაშში და აქ მხოლოდ ამ ბოლოში

აქამდე არცერთი გუნდისკენ არ ვიყავი, ან ორივეს მიმართ მქონდა სიმპათიები, ამ თამაშში ისევ გამახსენდა რატომ არ მიყვარდა პიროვნულად :დ ჩემთვის N1 მწვრთნელი პოპოვიჩის :დ კალათბურთი და დანკანი/პარკერი/ჯინობილი. ჯერ კიდევ დიდი ადმირალიდან მოყოლებული არ მომწონდა სან ანტონიო, პოპი და დანკანი ბოლო 3 სეზონია შემიყვარდნენ, მაგრამ ახლა იიისევ არრრ მინდიხაართ ბიწებოოო <3
და რატომ მომწონდა ჯერ კიდევ უნიში ვეიდი, ყველა კარმელო/ლებრონს გაყვიროდა და მაშინ უკვე ვამბობდი ვეიდი ყველას აჯობებს თქო პირველ სეზონში :დ
ან რატომ მომწონდა ჯეიმსი ზოგადად, კარგი, დიდი კალათბურთელია, რა მეთქმის, თუმცა დურანტს ვანიჭებ საკუთრივ ჩემთვის :დ უპირატესობას დღევანდელობაში. ლებრონას ვუსურვებ ყველა დროის ტოპ5-ში შესვლას <3 თუ ტოპ 10-ში ჩემთვის ჯეიმსი ,,ძველი კალათბურთის" გადმონაშთია და ისეთ რამეებს მაყურებინებს რასაც ახლანდელი კალათბურთი სულ ნაკლებად მთავაზობს პირადად მე, ამიტომ მიდი მაიამი <3 თან თითქმის ყოველთვის აღმოსავლეთის გუნდების მიმართ მაქვს სიმპათია, ახლა რომ გადავხედე, ალბათ არ მიყვარს მძიმე ფორვარდ/ცენტრებიდ დომინაცია, ჯერ კიდევ ბარკლი/მელოუნიდან მოყოლებული, როგორ არ მიყვარდა იუინგი თუ ონილი მაგრამ ახლა უდიდეს პატივს ვცემ <3 კალათბურთი მაგას ერქვა და არა იმ ტინგიცა ჰოვარდებს რომ აქებენ, მაინც უნდა ვთქვა რა
ბოშმაც რომ ტორონტოული თამაში გაიხსენა :დ, არ დამავიწყდება გარნეტს არ იყო ერთხელ 41 ქულა რომ უთავაზა, თუ დანკანს იყო :დ, ან 42
რეი ალენმა ის მილუოკელი (თუ მილოუკელი :დ) ბიჭი გამახსენა, კასელი, ალენი, რობინსონი <3, ან სიეტლში რომ იყო და კობის 1X1-ზე უხნავდა კარგებს

სერიის გააფთრებას კიდევ უფრო ველი <3 ორი დიდი და ნამდვილად საჩემპიონო გუნდი, უფრო ზუსტად გუნდი სან ანტონიო და პიროვნებები მაიამი
რა მაგარი თამაშია ნბა-კალათბურთი <3 მართლა რომ მიყვარს ეს თამაში <3 აქ ყოველთვის, უდიდეს თამაშებში, თანაბარი მნიშვნელობა აქვს უდიდეს კალათბურთელს და იმას ვინც მხოლოდ 10 წუთი გამოყავთ პარკეტზე და თავტრაკს იხნავს დაცვაში და ელოდება როდის დაიკიდებს მეტოქის დაცვა რომ უმნიშვნელოვანესი ქულები დაუმატოს გუნდის მონაგარს, ყველა იგებს, ერთმაც ,,პაიკმაც'' რომ მოუკლოს, ჩემპიონობა არ შედგება, თვითონ ჯორდანისაც კი : P კუკოჩების თუ სტივკერების გარეშე არცერთი/არავის ჩემპიონობა არ გამოდის მე რაც ვუყურებ, ჯო დუმარსის დროს კი დამიწყია <3
This post has been edited by mystery) on 15 Jun 2013, 00:14