ვაიმე ეს რა იყო
ამაზე დიდი ფინალური სერია მე არ მაქვს ნაყურები :დ ჩემი აზრით ეს უფრო იყო ,,ბიგ ბოი გეიმ" (პოპოვიჩი) ვიდრე ჯორდანმა ჩემს საძულველ ბარკლის რომ აჯობა, აი მანდ იყო კბილთაღრჭენა :დ თუ იყო, ან ფოსტალიონას გაფუჭებული ჯარიმები (მელოუნიც არ მევასებოდა მაგრად :დ) და ჩიკაგოს მოგება
ყველაზე უფრო ნასიამოვნები სასწაულმა დეტროიტმა რომ მოუგო ლეიკერსს უშანსოდ იქ ვიყავი, აი მაგ დეტროიტს დავაჯახებდი სიამოვნებით ამ მაიამის, ყველაზე უფრო ეგ მაინტერესებს

ყველაზე იმედგაცრუებული რეჯიმ რომ წააგო ლეიკერსთან იმ ფინალში ვიყავი
ყველა ფინალში ვიცოდი რა მინდოდა, აი ფინალში, განსაკუთრებით მესამე პერიოდის შუიდან ბოლომდე, საბოლოოდ გადავედი ამ 20 წელიწადში ჩემი ყველაზე საძულველი გუნდისკენ, სან ანტოინოს როცა ხვდებოდა, მაშინ ლეიკერსისკენაც კი ვიყავი ხოლმე :დ
მაგრამ ახლა, აი, იძახეთ რაც გინდათ, ჯინობილი მართლა ჯობია მესის

რა დრიბლინგი აქვს, რა ქნას გენიაა :დ და ცუდად ავლენს :დ. პარკერი (სკამზე ზიდანს გავდა

), ლენარდი (სასწაული კაცია მართლაც), პოპოვიჩი (რომელიც გამარჯვებულივით ულოცავდა მაიამის, აუ რა მაგარი კაცია <3) და დანკანი, ჩემი უსაძულველესი კალათბურთელი, თალაკვაძის სტატიებს რომ ვკითხულობდი როგორ ვბრაზდებოდი სულ ამას რომ აქებდა

მაგრამ აი პირველად მომერია ცრემლი საერთოდ სპორტში იმ გუნდის წაგების გამო, ვისაც არ ვგულშემატკივრობ აბსოლუტურად (ადრე მხოლოდ რონალდოს ბრაზილიის წაგების ფინალში, რეჯის წაგებების გამო, ვებერის საკრამენტოს წაგების გამო ლეიკერსთან და ბარსას გამო ერთი 5-ჯერ

მიტირია

)
უღირსეულესი ფინალი იყო, ახლა რომ ვუყურებ სერიას, სულ სხვანაირად აღვიქვამ და არა ისე როგორც სერიის მიმდინარეობისას
ბედნიერი უნდა იყოს ყველა ვინც ამ ფინალს მოესწრო
დანკანი უდიდესი ხარ, ჩემპიონები თავისთავად, აღარ დავქუცმაცდები

ვერ დავწერე ყველაფერი რაც მინდოდა და რასაც განვიცდიდი მთელი ეს მეოთხე თამაში, განსაკუთრებით მეორე პერიოდიდან მოყოლებული, მაგრამ აი უდიდესი რამე იყო. ერთი მწყინს მხოლოდ, წასაგებად განწირულივით რომ არის ის გუნდი, რომლისკენაც ჩემი გული გაიწევს (ამიტომაც იწევს :დ) და უდიდესი დამარცხებული მე ყოველთვის მირჩევნია გამარჯვებულს, თუნდაც უდიდესს

არა, რა ფიზიკური ბრძოლა მიდიოდა რა, პოპოვიჩმა ამათ გამო ააწყო მგონი ეს გუნდი და მაინც არაფერი გამოუვიდა, ნეტავ ჩიკაგოს და ძენს თუ გამოუვიდოდათ

(ამ მხრივ ვამბობ, ამიტომ დავაჯახე ,,სიმულატორით" :დ 2006-ის დეტროიტს <3). 7 თამაში გაგრძელდა, სან ანტონიოზე ღირსეული წაგებული (როგორც თამაშით, ისე ქცევით) საერთოდ სპორტში არ მინახავს, მაგრამ მაინც ყოველთვის ,,მეგრძნობინებოდა" რომ მაიამის გაცილებით მეტი შეუძლია და თითქოს ხშირად ,,თავსაც ინახავს", საჭირო დროს რომ მოუმატოს...ვნახოთ აბა მომავალი ბევრს გამოაჩენს