მოკლედ, ვინმესთან თუ თამაშობ ჯოისტიკებით, ძალიან ასწორებს თამაში, თითქმის უნაკლოა, მაგრამ My Career-ში არის ბევრი ნაკლი.
ნუ, ახლა რასაც ვგულისხმობ, ეგ ნაკლი პრინციპში მარტო კარიერას არ ეხება.
ე.ი. Signature Skills როგორც ვხედავ თითოეულ კალათბურთელს მაქსიმუმ შეიძლება ჰქონდეს 5.
არადა იგივე ლებრონს, კობის, ჯორდანს, ჩამოთვლა რომ დაიწყო, სულ მცირე ათი გამოუვათ.
კარიერაშიც, აშკარად არ მყოფნის ეგ სქილები.
გამთამაშებელი ვარ და ახლა ესენი მაქვს არჩეული.
Finisher - ეს ყველაზე აუცილებლად მიმაჩნია, შორიდან ვერ ვისვრი რატომღაც წინა ვერსიისგან განსხვავებით და ქულებს ძირითადად შესვლებით ვაგროვებ. და ეს სქილი გეხმარებათ მეტი ალბათობით ჩაგდებაში შესვლის დროს.
Pick & Roll Maestro - ნუ გამთამაშებლისთვის ესეც აუცილებელია, პირადად მე 10 პასიდან 5-ს ან მეტს პიკ ენ როლით ვაკეთებ. თან მით უმეტეს მას მერე რაც ბოსტონში ლავი მოვიყვანე

Catch and Shoot - ეს იმიტომ ავირჩიე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 90 მაქვს სამ ქულიანის სროლის რეიტინგი, მაინც საშინელი პროცენტით ისვრის ჩემი კაცი და ვიფიქრე, ეს დამეხმარება უკეთ სროლაში-მეთქი და ნუ ოდნავ გავაუმჯობესე. ანუ პასს მივიღებ თუ არა ეგრევე ვისვრი და მაგალითად თუ ხელის აშვების დროს ავცდები რამდენიმე მეათედით წამის, მპატიობს და მაგდებინებს.
Post Proficiency - ესეც კაი პონტია, კაცის მოტყუება სხვა სქილის საშუალებითაც შეიძლება, მაგალითად Ankle Breaker-ით, მაგრამ ეგეთი ქროსოვერები ძალიან ღლის კაცს და სანამ დაღლის გასათიში პროგრამა გამოვა, ზურგით ვეთამაშები და მაგ მოძრაობით ვცდები კაცს და ფართან ვიჩითები.
Interceptor - ეს სქილი ჩაჭრებისთვისაა. ახლახანს დავამატე, მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ჩაჭრა არ არის მხოლოდ ჩაჭრა

რეალურად, თითო ჩაჭრა სწრაფ კონტრშეტევას და საბოლოოდ ან 2 ქულას ან 1 ასისტს უდრის.
ხოდა არ მყოფნის მაგრად.
Dimer-ის დამატება მინდა, რომლის არჩევის დროსაც შენიანები სწორ პოზიციაზე გეხსნებიან და უფრო მეტი სიზუსტით ისვრიან. ფლეიმეიქერის სქილიც ეგეთია დაახლოებით.
Shot Creator - ესეც საჭირო რამეა, საშუალოს დროს მოძრაობაში უკეთ ისვრის.
(4th) Clother - ამის არჩევის მერე, მეოთხე მეოთხედის ბოლო წუთებში და მთლიან ოვერტაიმში მაგარი როჟა იჩითები

და კიდევ ბევრია ისეთი, რომლის არჩევა, თუნდაც გაერთულებინათ, ოღონდ შესაძლებელი ყოფილიყო.
დაბოლოს, არ ვიცოდი დანქ ქონთესთი თუ იყო გახსნილი კარიერაში, ახლა მიწევდა ოლ სტარების პერიოდი და მიმიწვიეს დანქ ქონთესთზე.
ნუ ახალი ხილი იყო ჩემთვის და 3-ვე ცდაში 0 ქულა ავიღე
This post has been edited by Manuelo Costa on 17 Nov 2013, 19:44