დღევანდელი წყვილები:
დეიტონი(11) - სტენფორდი(10)
ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო წყვილია, ორივე აფსეთით გასული გუნდია.
დეიტონმა სირაკუსი გამოაგდო, სტენფორდმა კანზასი და ვიგინსი. ჩემი აზრით დეიტონია ფავორიტი, მაგრამ თანაბარი თამაში იქნება

ფეინთშიც თუ შეძლო დეიტონმა ქულების დაგროვება, უეჭველი მოიგებს იმიტომ რომ სამიანებს ძალიან კარგად ისვრიან
ყველაზე საინტერესო მოთამაშე ჩეისონ რენდლია, სტენფორდის გარდი.
ბეილორი(6) - ვისკონსინი(2)
ეს კარგი წყვილია, ორივე გუნდი კარგად თამაშობს.
ორივე გუნდმა საკმაოდ რთული მეტოქეები დაძლიეს თან საკმაოდ ადვილად, ბეილორმა ვაბშე შუაზე გახსნა ორივე მეტოქე.
ფავორიტი არც კი ვიცი ვინაა, ორივე ძალიან კარგად შეკრული, გუნდური გუნდია და ორივეს გამოცდილი ქოუჩი ყავს.
თან ვისკონსინის მწვრთნელი 13 წელია გუნდშია, ბეილორის 11.
ორივე გუნდი ტიპიურ კოლეჯ ბასკეტბოლს თამაშობს
იუსიელეი(4) - ფლორიდა(1)
ესეც საკმაოდ კარგი წყვილია, იუსიელეის კარგი გუნდი ყავს მაგრამ ფლორიდა მაინც გამოკვეთილი ფავორიტია.
ამ მომენტისთვის ფლორიდა მარჩ მედნესის მოგების მთავარი ფავორიტიცაა ბუკმეიკერების აზრით.
საინტერესო მოთამაშეები: სკოტი ვილბეკინი ფლორიდადან და ჯორდან ადამსი UCLA-დან.
სან დიეგო სტეიტი(4) - არიზონა(1)
ესეც კარგი წყვილია, სეზონის დროს ამ გუნდების თამაში ძალიან კარგი გამოდგა, მე პირადად ამ წყვილის ყურებას ვაპირებ, თან აარონ გორდონსაც შევხედავ. არიზონა ფავორიტია თუმცა სან დიეგოს ნამდვილად შეუძლია არიზონასთან და ზოგადად ნებიმისერ დარჩენილ გუნდთან ბრძოლაც.
საინტერესო მოთამაშეები: არიზონაში აარონ გორდონი თამაშობს, ტურნირზე დარჩენილი NBA-ს დრაფტ პროსპექტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.
სან დიეგო სტეიტის გამოკვეთილი ლიდერი ხავიერ ტომასია.
NCAA-ს ამ ეტაპზე არათანაბარი და ცალფარა თამაშები თითქმის აღარ ხდება ხოლმე, 8 თამაშიდან ჰა-ჰა 2 არის ხოლმე ეგეთი.
სხვა რავიცი ჩემი ვულვერინები ხვალ ტენესის #####ავენ და ელიტ 8-ში