avenged7foldეხლა ჩვენ შემთხვევაში ვერ და არ ვთამაშობთ ნორმალურად. თამაში მიდის დასწრებაზე. ვინც პირველი შევა საიტზე გადახედავს თავისუფალ მოთამაშეებს და ვინმეს აიყვანს. შეგიძლია ვინმე აიყვანო ერთ თამაშზე, სიტყვაზე 10 ქულა 2-3 პასი გააკეთებინო და გააგდო. მერე სხვა აიყვანო და ასე შემდეგ. ანუ სადამდეც პოზიციები გეყოფა. საბოლოოდ ის 2-3 პასი დაგროვდება და სხვა გუნდს შეიძლება სეზონის ბოლოს აჯობო. იმიტო კი არა რომ თამაშით აჯობე. იმიტომ რომ უფრო სწრაფად და ხშირად შედიოდი საიტზე.
ყველას სხვადასხვა რამე მოსწონს და ამაში გასაკვირი არაფერია. მე პირადათ არ მომწონს ეგ წესი. თამაში თუა თამაში უნდა იყოს. თავისი ლოგიკით სტრატეგიით და ასე შემდეგ. სიტყვაზე მოკლე ნარდი რო აიღო ხო უბრალო თამაშია მაგრამ იქაც რაღაც ლოგიკა გჭირდება.
რაღაც ლიმიტი უნდა იყოს. შესაბამისად ტრანსფერებსაც უფრო მუღამი ექნება.
როგორც უმრავლესობა იტყვის ისე ვითამაშოთ. მე ყველანაირი თამაში მომწონს და სადაც საბოლოო შედეგისთვის თუნდაც მცირე ლოგიკა და სტრატეგიაა საჭირო. დასწრებაზე, სხვაზე ადრე დანახვაზე და ასე შემდეგ თამაშები არასოდეს არ მომწონდა. დასწრებაზე და სხვაზე ადრე დანახვაზე სოკოს კრეფა გამიგია
ეხლა თუ რამის შეცვლა შეიძლება ჩემი წინადადება იქნება რომ შემოვიღოთ თავისუფალ მოთამაშეებზე ლიმიტი.