ბაზერის ფორუმზე დავწერე, მაგრამ არამგონია ბევრს ენახა, აქაც დავწერ, მაინც )))
http://www.buzzer-manager.comალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცით, რომ არსებობს ასეთი საიტი, Buzzer-Manager. ამ საიტის დახმარებით თქვენ მიიღებთ დამატებით სტატისტიკურ მონაცემებს რათა უკეთ მოემზადოთ მომდევნო მატჩისთვის. საიტი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ხუთეული და მოგცემთ თითოეულ მოთამაშეზე დამატებით ინფორმაციას.
საიტი არის უკვე ქართულ ენაზე და უფრო გაგიადვილდებათ მისი მოხმარება. სტატისტიკური მონაცემების გარდა ასევე დაგეხმარებათ არენის მართვაში და შეგიძლია დაითვალოთ თქვენი მოთამაშეების სავარაუდო ხელფასები.
ავტორიზაციისათვის დაგჭირდებათ ბაზერბიტერზე შესასვლელი სახელი და ბაზერბიტერის
საიდუმლო კოდი, რომელიც უნდა შექმნათ
პარამეტრების გვერდიდან:
http://www.buzzerbeater.com/prefs/profile.aspx . აქ შეხვალთ და შემდეგ აირჩიეთ
შექმენით/დააყენეთ საიდუმლო კოდი.
კითხვები თუ გაგიჩნდებათ დაწერეთ ამ თემაში.
პ.ს. ახალი ნათარგმნია და რამე შეცდომა თუ იპოვნეთ (გრამატიკული, თარგმანში, კორექტურა) მომწერეთ წერილი ან ამ ფორუმზე დაწერეთ.

მადლობა წინასწარ...
მართლა კარგი საიტია, თავის დროზე მაგრად დამეხმარა და ახლაც მეხმარება რაღაცეებში )))