მეც მინდა რატომ გამომტოვეთ?

წელსაც თუ ისევ 10-13-ე ფიქებს შორის მომიწია ყოფნა დრაფტზე, ალბათ სამუდამოდ უარს ვიტყვი. აზრი არ აქვს ეგრე დრაფტაობას:
1. გამორიცხულია, რომ რომელიმე მართლა უძლიერესი შეგხვდეს, ისეთი მოთამაშე, რომელიც აი პი რადად იქნება გარანტი რომ უმისოდ დაიკავებ მინიმუმ 3-4 პოზიციით დაბალ ადგილს ლიგაში, ვიდრე მასთან ერთად.
2. შეგხვდება მხოლოდ ერთი კარგი PG ან C, ორივე კარგი (ნუ, ერთმანეთის თანაწონადი) რომ შეგხვდეს ამის შანსი 50%-ზე დაბალია, რადგან მეორე არჩევანის გაკეთება გიწევს სადღაც 24-28 პოზიციებს შორის, რაც ბევრად ჩამოუვარდება 10-13-ს, მითუმეტეს ტოპ 5-ს.

3. იგივე ლოგიკით მესამე და მეოთხე ფიქებად უკვე იყვან მხოლოდ ნორმალურ ტიპებს, როცა შენს წინ 8-9 გუნდს მაინც აყავს ერთი კარგი მოთამაშე (შენი მეორე ფიქის კალიბრის) და მეორე ნორმალური, ოღონდ შენს ერთ-ერთ ნორმალურზე უკეთესი.

4. ანუ ზარალში ხარ სტატისტიკურად, ისედაც წინასწარ განწირული ხარ, რომ ამ გუნდით საუკეთესო შემთხვევაში 4-5 ადგილს დაიკავებ, ლოგიკურად 8-14 ადგილებს შორის მოხვდები და ვინმე თუ დაგემტვრა იმ პირველი ოთხეულიდან თუნდაც ერთი თვით, ეს კიდევ მინიმუმ 2-3 ადგილს დაგაკლებს და პრაქტიკულად გავარდნის კანდიდატი ხდები.

ამდენი წელია ვთამაშობ და სულ ასე ვარ. ჩემპიონობაზე გაქაჩვას აღარ ვჩივი, მუღამი და მოტივაცია მეკარგება ელემენტარულად არასოდეს რომ არ მღირსებია ლებრონი, დურანტი, კრის პოლი და მისთანები...

მე უბრალოდ არც კი გამომიცდია რა გრძნობაა როცა შენი მოთამაშე 40+ ქულას აგდებს ან სამმაგ დუბლს ასრულებს, 3-4 ჩაჭრა ბლოკებთან ერთად და იდიოტივით მთელი სეზონი მერე ბალელშიკობ ტიპებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ 3 სამიანს რომ ჩააგდებენ და 2 ჩაჭრას დაუმატებენ - გიჟივით გიხარია.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey