დამთავრდა ეპოქა დიდი
გუშინდელი დღესავით მახსოვს, 03-04, ლეიკერსი-დეტროიტი,ოვერტაიმი,ტიპი ყვითელი ფორმით საჯარიმო ხაზზე,#8 და ჩააგდო.
ალბათ იმ ვიღაცას, ვისთანაც სტუმრად ვიყავი,სხვა არხზე ან იმავე არხზე,ოღონდ ოდნავ გვიან რომ გადაერთო, საერთოდ სხვა გუნდს ვუგულშემატკივრებდი.
კობისთან ერთად დაიწყო ჩემთვის კალათბურთი და კობისთან ერთად გაგრძელდა, ინტერნეტი არ მქონდა და გაზეთებში ვადევნებდი ხოლმე თვალს რას შვრებოდა და როგორ.
მერე იყო 2008 და მეორე წაგებული ფინალი,თან უშანსოდ წაგებული გეიმ სიქსი. ჩაგდებული 2009 წელი(ჩემთვის) და 2K10თან ერთად ისევ დაბრუნება. ტრიუმფი და შურისძიება სეზონის ბოლოს. თითქმის ჩაგდებული გეიმ სევენი, საშინელი ფილდ გოლით, მაგრამ მაინც მოგებული. ამის მერე დაწყებული დაღმასვლა,თუმცა იმედი მაინც ყოველთვის მქონდა რო მეექვსეს მოიგებდა. აქილევსი რო გაიწყვიტა იმ დღეს ის თამაში ჩავიწერე ტორენტით და ყურებას ვაპირებდი,შემთხვევით შევედი nba.comზე და მთავარ ჰედლაინად და დიდად რო ამოაგდო კობის ნიუსი არვიცი რა დამემართა,გულის ფანცქალით ვუყურე იმ თამაშს და ბოლო მომენტამდე მჯეროდა რო ტყული იყო და არაფერი არ მოსვლია(დენტონის რო მოვუტყან დედის ტრაკი

)
ხოდა ნუ მაგის მერე მივხვდი ისეთივე მაგარი ვეღარ დაბრუნდებოდა და ნელ-ნელა შევეგუე. პროსტა სიამოვნებას ვიღებდი ყურებით.
აი ხო ვიცოდი რო წელს ბოლო სეზონი იყო და უბრალოდ ვეღარ გაქაჩავდა მეტს,მაგრამ აი ძაან გამიტყდა. ძალიან დიდი რაღაც აკლდება ლიგას, არამარტო კობის წასვლით.
ხოდა მოკლედ, დიდი რაღაც მთავრდება. There will never be another Kobe Bryant.
Heroes come and go, but Legends stay forever.
