actionscriptგეთანხმები, რომ კუმულატიურად აუცილებელია ორივე ფაქტორი: გამართული სისტემა და ვარსკვლავებიც.
ჩემი აზრით, ვარსკვლავები გვყავს, მაგრამ გამართული სისტემისა (ისეთი, როგორც 2 წლის წინ გვქონდა) რა გითხრა. აი, მეორე წელია უკვე ჩემპიონობის შემდეგ, რაც საერთოდ სხვა სტილის კალათბურთს ვთამაშობთ, ამ გუნდისთვის არადამახასიათებელს.
ის მთავარი მახასიათებელი და ხიბლი სპურსის თამაშისა, რაც ბურთის გათამაშებასა და კომბინაციებზე იყო დაფუძნებული, გაქრა.
ამის მთავარი პრობლემა გუნდის დაბერებასთან ერთად პარკერის საშინელი რეგრესია. დაკარგა სისწრაფე, აგრესია (ნუ, დიდი აგრესიით არც გამოირჩეოდა არასდროს), მოუკლო სამწამიანში შესვლებს (ამით ბურთის პერიმეტრზე გატანის შესაძლებლობამაც იკლო), გახდა ინერტული და ბურთის განაწილების პრობლემაც შეიქმნა.
მილსს კიდე არ შეუძლია ასეთი რამეები, მხოლოდ სროლა და არითმიული თამაში.
ჰოდა, დარჩა შეტევის განვითარების ორი ძირითადი ოფცია: კავაი და ოლდრიჯი. კავაის კიდე, რაც არ უნდა დიდი პროგრესი ჰქონდეს ოფენსივ თამაშში, მაინც არა აქვს იმდენად დიდი ტექნიკური არსენალი, რომ ხშირ შემთხვევაში მარტომ წამოიწყოს შეტევა და წარმატებით დაასრულოს. დიფენსივ სქილები გაცილებით უკეთესი აქვს. ოლდრიჯსაც თუ არ შეუწყვე ხელი, სულ ვერ ჩააგდებს ინდივიდუალურობის ხარჯზე.
ნუ, გრინიც არასტაბილური გახდა. ვერ რჩება გახსნილ პოზიციაში და ბოლო წამებზე ან მოძრაობაში სროლა უწევდა ხოლმე ხშირ შემთხვევებში.
ბენჩმა ჩაისვარა იტოგში ძალიან მაგრად, ვესტმა გამიცრუა იმედები უფრო მეტს ველოდი მისგან. დალშე, ბალასტისგან უნდა გათავისუფლდეს გუნდი: ანდერსონი, ბონერი, მილერი, მარტინი - ესენი უეჭველი აუთ.
ტიმი დაბერდა და დაეტყო კიდეც, მაგრამ 1 წელს კიდე გაქაჩავს რამენაირად, ოღონდ ზამენიდან. მანუს კალათბურთი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დამთავრებულია. არ შეუძლია მეტი და უნდა წავიდეს, ბოლო 3 წელია დიდი ტემპებით რეგრესირებს. მაგრამ თუ წავალ, ტიმთან ერთად წავალო ასე თქვა და რავიცი აბა.
ჩემი აზრით, მთავარია ვინმე ახალი ძირითადი გამთამაშებელი მოიყვანონ და ტონი გაბენჩონ. პლუს ვინმე ცენტრი უნდა დაიმატონ აუცილებლად, რომელიც ტიმის ჩაანაცვლებს (ჩემს ###ს ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც). ახალგაზრდული სისხლი სჭირდება გუნდს.
პ. ს. არადა, შარშან რა პლეიოფი დადო დანკანმა
პ. ს. ს. მე-5 თამაში იყო გადამწყვეტი, არ უნდა გაეშვა ეგ შანსი გუნდს. მანდ წააგო სერია.