ვახ რა ხალხია

ესეიგი იმას რომ დაწერ პირადი ჯილდო რა აქვს, რამდენჯერაა ოლ ენბიეი თიმებში მოხვედრილი, იმას ნიშნავს რომ ბეჭდებს ადარებ ფიშერის და სტოქტონის
რომ გავამონოთ ციფრულად საკაიფოდ. დირკს აქვს 3.8 ქულით მეტი საშუალოდ მატჩში და 1,6 მოხსნით ნაკლები პაუზე, თან ეს ყველაფერი 200 მატჩით მეტი რომ აქვს ჩატარებული მაშინ. ანუ პაუმ კიდევ 3 სეზონი უნდა დადოს მინიმუმ რომ იმდენი მატჩი დაუგროვდეს რაც დირკს აქვს, ამ 3 სეზონში მოხსნები მოაკლდება და ქულებიც, ანუ ქულებში უფრო უკან ჩამორჩება ვიღაცა 1 მუვიან სტარს და მოხსნებში სადღაც 1.4 1.2 დარჩება სხვაობა, არადა გადარტყმული ყავს თურმე ფარზე ისეთI მხეცია პაუ და ისეთი დირკა დირკი (ვა როგორ გაირითმა დირკა დირკი)
წავედით დალშე, ისეთი რამ როგორიცაა PER (ვიცი ზოგს არ წაუკითხავს ამაზე მაგრამ სხვებიც ხომ ვართ ამ თემაში და იმათთვის ვწერ) პაუს აქვს 21.5 და დირკს 22.9 (კვლავ იმის გათვალისწინებით რომ ბოლო 3 სეზონია დირკს 18 ან ნაკლები აქვს და პაუს რეგრესი ისევ გარდაუვალია ამაშიც, გამოდის რომ პლეიერ ეფიშიენსიც დირკს უკეთესი აქვს).
ბოლო სტატი რომელმაც მე, ციფრების მონაც კი გამაკვირვა ცოტათი არის ოფენსივ და დიფენსივ რეიტინგები ამ 2 მოთამაშის. რაც იმას ნიშნავს მისი მოწინააღმდეგე საშუალოდ 100 მფლობელობაში რამდენ ქულას ჩააგდებდა როცა ეს იყვანდა და პირიქით. დირკს აქვს ოფენსივ 116 დიფენსივ 104 , პაუს ოფენსივ 113 დიფენსივ 104. ბევრს ჰგონია რომ ფრიცი დირკა იყო დაცვაში რადგანაც ისე არ ჩანს მისი თამაში როგორც ვთქვათ დეანდრესი, გობერტის ან დრეიმონდ გრინის, მაგრამ მოწინააღმდეგე პავერებს თავს არ აჩაგრინებდა როგორც ასეთი და მაგის ფონზეა ალბათ ასე, ანუ არც ისეთი პრახადნოი პავერი იყო ბევრს რომ ჰგონია.
ანუ რომ შეაჯამო, იმის გარდა რომ 1,6 მოხსნით და 1 ბლოკით მეტი აქვს პაუს (აქ ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ უმეტესობა წლების პაუ მაინც როგორც 5 ნომერი იყო და არა 4, როცა დირკი ყოველთვის 4 იყო და ფარქვეშ იმდენი თამაში არ უწევდა, შესაბამისად ბლოკშოტი არასდროს ევალებოდა როგორც ასეთი) სტატისტკია არაა რომელშიც დირკი არ ჯობია ესპანელს. ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ 3 სეზონით მეტი აქვს ჩატარებული და პაუს ყველა სტატისტიკას კიდევ მოაკლდება ციფრები.
დარწმუნებული ვარ მარკ გაზოლი და რიკი რუბიოც კი არ იტყვიან რომ პაუ იმავე საფეხურზე დგას პავერების იერარქიის როგორიც დირკიაო. ჯერ მარტო ლიგის მვპ წოდება აქვს კაცს აღებული იმ წელს როცა გარნეტი, დანკანი, ლებრონი, კობი ყველა თამაშობდა თან ახალგაზრდები იყვნენ, ასეთ მიღწევასთან კი არა ოლლ ენბიეი ფირსთ ტიმთანაც არასდროს ყოფილა ახლოს გაზოლი ( სადღაც წავიკითხე ვერ ვიხსენებ ეგვიპტური კალენდრით 2007 ერთი მუვის წლად ითვლებოდა და მაგის საპატივცემულოდ გადასცეს დირკსო, რაც სავსებით შესაძლებელია) ტიპი 4ჯერაა 1სტ ტიმ ოლ ენბიეიში მოხვედრილი პაუ არცერთხელ, თან ეს მოხვედრები აქვს 2005-2010 წლის ჩარჩოებში როცა თურმე პაუ ტოპ 3 პავერი იყო ლიგაში, უბრალოდ არ აფასებდნენ რა და დირკი კიდევ რაღაცა ამ 1 მუვით ისე აჯადოვებდა ყველას რომ ხან გარნეტის წინ აყენებდნენ, ხან დანკანის.
მოკლედ აქედან ყველაფრიდან გამომდინარეობს რომ ფიშერს აქვს 5 ბეჭედეი და სტოქტონს ჯობია