და შენ ვერ ხედავ?
არის კიდე ვინმე ვინც კერის გოლდენის თამაშში ეფექტურს და სანახაობრივს ვერ ხედავს ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში?
გოლდენზე უფრო სანახაობრივ კალათბურთს ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომელი გუნდი თამაშობდა?
* * *
სულ რომ გემოვნებას და ყველაფერს რომ თავი გავანებოთ (რადგან ნუ გემოვნებას გააჩნია...ვიღაცას 5 წლის წინანდელი სან ანტონიოს სვარკა შეიძლება მოწონდეს), მარტო სტატისტიკას რომ შევხედოთ და იმით გავაანალიზოთ:
რომ გავყვეთ რაღაც დათქმებს, აი მაგალითად....თუ გუნდი ბევრ ქულას აგდებს თამაშში, წესით და რიგით საინტერესოდ საყურებელი უნდა იყოს ხომ?
და ვინ არის წელს ლიდერი ქულებში? გოლდენ სტეიტი
დათქმა მეორე - თუ გუნდი ბევრ ასისტს აკეთებს, შესაბამისად ბურთი სულ მოძრაობაშია...სულ დინამიკაშია...იმის შანსი რომ ლამაზი პასები გაიჩითოს იზრდება ხომ?
და ვინ არის წელს ლიდერი პასებში? გოლდენ სტეიტი
ტრანზიშენში თამაში და კონტრ-შეტევები არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამე ზოგადად კალათბურთში, რომელსაც ძალიან ბევრი ლამაზი დანკი და ლამაზი შეტევა მოსდევს ხოლმე....და ვინ არის ჩაჭრებში წელს ლიდერ? გოლდენ სტეიტი
ყველაზე ზუსტად ბურთს ვინ ესვრის? გოლდენ სტეიტი - ანუ ჰყავთ კარგი შუთერები და ასევე კარგად პოულობენ სივრცეებს და შესაბამისად ლამაზად ანაწილებენ ბურთს
ბლოქ შოტები - კიდევ ერთი ჩემი საყვარელი რამ ნბა-ში -- და ლიდერი ვინ არის? გოლდენი რა თქმა უნდა

გავაგრძელოთ?