http://www.flashscore.com/match/Qw0Yn0AP/#point-by-point;2ზუსტად 25 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ შესვენებაზე გუნდები და ლებრონამ რომ დაუტრიალა და +5 ქულა დადო, იქ ინდიანა და პოლ ჯორჯი შერაცხეს ###დ, ამხელა როგორ გაანიავაო. აქ კავაი აილეწა და ზაზას აბრალებენ წაგებას. ცუდია, გუნდის სიძლიერეს და მონდომებას რომ ვერ ხედავენ. ტიპები ერთ მეოთხედში აგდებენ 40+ ქულას და აქ მეორე მეოთხედის შუამდე 25 ქულით იყვნენ. ეს იმათი კარგი დაცვით კი არა, ამათი ###ობის ბრალი იყო და როცა თამაშში დაბრუნდნენ, დაემთხვა კავაის მომენტიც. არც ისეთი სუსტი გუნდია სპურსი, ლეოს გარეშე ასე რომ გაუჭირდეთ. გამოჩდა კიდეც ჰიუსტონთან და ნახავთ მეორე თამაშშიც.
კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე ვუყურე თამაშს.
არ ვიბრალებ ექსპერტობას და არც ვიასატის კომენტატორებს მინდა მივბაძო, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, უნდა ვთქვა:
ძალიან ბევრი მომენტი გაუშვეს ხელიდან პოპოვიჩის ბიჭებმა, ლეოს გასვლის შემდეგ. საუბარია სასროლ მომენტებზე.
დაჟინებით იქაჩებოდნენ 24 წამიანი ინტერვალის ბოლომდე. პლეიოფში და გოლდენის წინააღმდეგ კი არა, რეგულარულის უმოტივაციო გუნდებიც მაგარ დაცვას თამაშობენ იმ მომენტში, როცა შეტევის დასრულებამდე 6 და ნაკლები წამი რჩება. ბუნებრივია, დროის გაყვანის და სროლის საშუალების არ მიცემის თემაა. ამ დროს ირთვება ყველაზე მაღალი პრესინგი.
არ ვიცი გრეგის პირდაპირი დავალება იყო დროის გაყვანა თუ ბიჭებს აუკანკალდათ ხელები და ვეღარ ისროლეს. ფაქტია, ყველაზე დიდი ჩამორჩენა ზუსტად იმ დროს ამოქაჩეს, როცა სპურსელები არ ისვრიდნენ ბურთს.
შეიძლება ვცდები..

მე რაც დავინახე მეორეჯერ ყურების დროს, იმას ვამბობ.
ცოტა მეტი სითამამე რომ ქონოდათ, სხვანაირი სურათი იქნებოდა.
კაროჩე ხვალამდე ბიჭები და ბოსტონი დამხვდეს დილით გასული. :დ