პირველი არასრული, მაგრამ კალენდრული თვე გავიდა.
10 ბალიანი სისტემიდან სადღაც 7-8 ქულა ამ თვეს.
მაგრამ ტენდენცია აშკარად კარგია, უმატებენ. თავის როლებში ერკვევიან.
ცნობისთვის ვეიდი-ბოში-ლებრონის მაიამის დეკემბრამდე მოგება-წაგება 10:8 ქონდათ და დეკემბრის შემდეგ 25:9.
სულაც არ გამოვრიცხავ ჩვენთვის ეგ "დეკემბერი" ნომბერშივე მოვიდეს, არც იმას გამოვრიცხავ პირიქით, ცოტა დააგვიანოს.
მაგრამ უნდ მოვიდეს

მთავარია კომუნიკაცია, ურთიერთობა კორტზე და კორტსგარეთ ძალიან კარგია, შესაძლებლობა და ტალანდი რომ ძალიან დიდია გუნდში ეგეც ცხადია და ეს ორი რამე უკვალოდ არ გაქრება.
სათითაოდ კალათბურთელებს ჩამოვუყვები და შევაფასებთქო მაგრამ ეგ ნამეტანი დიდი საქმეა
მაგრამ მელოზე უნდა დავწერო
მოედანზე, მოედნის გარეთ, ვარჯიშებზე, ინტერვიუებში, რეაქციებში ყველგან კლასს ღვრის ტიპი.
ტიპი ერთ ინტერვიუში გამოდის და იძახის, თუ სასროლი ბურთი არ ვისროლეთ რასი გვეჩხუბებაო მაგრამ მაგისგან ვიღებო, გვეკუთვნისო. მერე გამოდის და ეკიტხებიან სადაც ყოფილხარ ყველა გუნდში გამორჩეულად "მენტორობდიო" პატარებსო და აქ ვინ გყავს რჩეულიო, გრანტიო? ჰეუსტისიო? და ამან არც მეტი არც ნაკლები რასიო

მერეა და პირდაპირ, საჯაროდ მიმართავს რასს აქ შენ გამო მოვედით და შენ უნდა იყო ის რაც ხარ და ჩვენ უნდა შეგეწყოთ და არა პირიქითო.
აი ეგ კაცია მელო, როცა საჭიროა რასის მასწავლებელიცაა და როცა საჭიროა მოსწავლეც

ჯერ ეს რეაქცია რად ღირს, ერთ-ერთ ენდვანზე მინესოტასთან

ვიცი, რომ ბევრს არ ევასება აქაც კი მაგრამ იმედია მალე შეგაცვლევინებთ აზრს თუ უკვე არა.
ის ზღაპარიც, რომ ნებისმიერი მაღალი დონის ფოვერი დაჩაგრავს მაგას, ნელ-ნელა განქარდება. აქეთ არ დაჩაგროს ფრთხილად იყვნენ

ისიც ძალიან კარგია, რომ ფელტონის გარდა აბსოლუტურად ყველამ (სინგლერებს არ ვგულისხმობ) ლოგიკურად უნდა მოუმატოს.
ნუ ფელტონი უკვე "პიკზეა" და იმიტომ
სეზონის სტარტზე 3წაგება კი ცუდია მაგრამ იმის ფონზე რომ "ყველა" აგებს არაფერი გვაქვს საწუწუნო.
ფაქტიურად პირველი 7 თამაში მოსამზადებლად მოგვცეს და წინ არავინ გაქცეულა.
ეხლა იწყება ნამდვილი ჩემპიონატი
