ბიჯო კომპლექსი მაქვს მგონი უკვე

სულ მინდება ავხსნა რატო ვაჯვამ დურანტს, იმიტომ რომ მგონია ბევრს არასწორად ესმის.
ჯერ ერთი სულ თავიდან იმით დავიწყებ რომ "დაჯმა" უკვე ხმამაღალი ნათქვამია, მამენტ მე ვიყო კარგად და რას იზამს დურანტი მეათასე ხარისხოვანია.
პროსტო როგორც გულშემატკივარს გამიტეხა მაგრად, პირველ რიგში იმიტომ, რომ ის თამასა და "ნდობა" რაც მასზე და მის მიმართ მქონდა საერთოდ გაანულა.
არც გოლდენს ვაჯვამ, არც ის მგონია რომ დაუმარცხებელი გუნდია გოლდენი და იმას საერთოდ არც კი ვფირობ რომ დურანტი არ უნდა დაემატებინათ. ყველზე ### ორგანიზაცია უნდა იყო ბარნსის მაგივრად დურანტის მოყვანა რო შეგეძლოს და არ მოიყვანო

ჩემპიონობა რო გინდა მესმის, კარგ გუნდში ტამაში რომ გინდა ეგეც, დაჟე რასთან თამაში რომ არ გინდოდეს კაცს ეგეც კი მესმის

პროსტო ბიჭო რაღა იმ წაგებული ფინალის მერე და რაღა მანდ(ანუ იქ ვისთანაც წააგო).
ეგ ორი რამეა, თან ცალ-ცალკე არა ერთად, რასაც ვერ ვპატიობ და რაც ჩემი ჭკუით მისი, როგორც სპორტსმენის, ხასიათის რაღაც პრობლემებზე მიუთითებს. თან გააჩნია ვის ვადარებთ, ნახევარ ნბას და მითუემტეს ნბას გარეთ ყველას რო ლამის თვალდახუჭული ჯობია იასნად. სუფთა სათამაშო სქილებიტაც მინიმუმ ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესოა თუ საუკეთესო არა. მაგრმა ძალიან ვიში კლასის ხალხს ვადარებ და შესაბამისად იმათთან შედარებით ჩაიჯვა და რატო ეს გაუგებარი ან ბოღმა ვერ ვხვდები

ბოღმა არ ვიცი მაგრამ რაღაც პონტში გაბრაზებული ვარ კი, თუმცა გაბრაზების იქითაც ბევრი მიზეზია. დღეს ვუყურე კიდევ ერთხელ მაიკლის პირველ გაჩემპიონებას, ლებრონის გაჩემპიონებას კლივლენდში და დურანტის პირველ გაჩემპიონებას გოლდენში. აი მარტო მაგ ვიდეობიდანაც კარგად ჩანს რამხელა განსხვავებაა.
და აწი რა უნდა გააკეთოს რომ ან თვითონ განიცადოს მსგავსი რამე და ან გულშემატკივრებს გააცდევინოს რაც ლებრონის და მითუმეტეს მაიკლის შემთხვევაში იყო მე არ წარმომიდგენია. აი ეგ ხოდი მოისპო ტიპმა და მაგაშია საქმე.
შეიძლება ზედმეტად სუბიექტური ვარ, მაგრამ თან მეჩვენება რომ თვითონაც ხვდება ამას, ქცევებს, კომენტარებს თუ დააკვირდებით კარგად თქვენც დაინახოთ შეიძლება.
ნუ ფეიქ ექაუნთებით რო ###ობებს წერს ეგეც თუ ნორმალური გგონიათ რავი, მაშინ ვერ შევთანხმდებით