კარის სადაც ვწერ, იქ კლეი ავტომატურად ითვლება და პირიქით. ჩემთვის ეგენი ცალ-ცალკე არ არსებობენ.. არც გოლდენი მაგათ გარეშე.

7-8 იყოს. კარიერას რომ დაასრულებენ ესენი, მერე დავუთმობთ.
* * *
ჰიუსტონ როკეტსის ლიდერი ჯეიმს ჰარდენი NBA-ს 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. კალათბურთელი სეზონის MVP-ად NBA-ს მოთამაშეთა ასოციაციამ (NBPA) დაასახელა.
რეგულარულ ჩემპიონატში ჰარდენი ჰიუსტონს 72 მატჩში დაეხმარა. 28 წლის კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 35,4 წუთს თამაშობდა, აგდებდა 30,4 ქულას და აკეთებდა 8,8 პასს. მის ანგარიშზე ასევე იყო 5,4 მოხსნა, 1,8 ჩაჭრა და 0,7 დაფარება.
წლევანდელ პლეი ოფში ჯეიმსმა 17 შეხვედრაში ითამაშა, სადაც მისი სტატისტიკა საშუალოდ 36,5 წუთში მოპოვებული 28,6 ქულა, 6,8 პასი, 5,2 მოხსნა, 2,2 ჩაჭრა და 0,6 დაფარება იყო.
ჯეიმს ჰარდენი სეზონის საუეკეთესო მოთამაშედ კალათბურთელებმა 2015 წელსაც დაასახელეს, თუმცა მაშინ MVP-ის მთავარი პრიზი, რომელსაც ლიგა გადასცემს, გოლდენ სტეიტის გამთამაშებელ სტეფ კარის ერგო.
NBA-ს მოთამაშეთა ასოციაციამ ლიგის სხვა კალათბურთელებიც გამოარჩია. "სახალხო ჩემპიონის" (People’s Champ) ტიტული ლებრონ ჯეიმსს მიაკუთვნა, რომლის კლივლენდი ფინალურ სერიაში გოლდენ სტეიტს უპირისპირდება. აღნიშნული ჯილდო მოთამაშეთა ასოციაციამ წელს პირველად დააწესა და ამიერიდან მას იმ მოთამაშეს გადასცემს, ვინც საკუთარ სახელსა და "საკუთარ პლატფორმას" ყველაზე აქტიურად გამოიყენებს საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
"ყველაზე პატივსაცემის" ტიტული საკრამენტოს კალათბურთელმა ვინს კარტერმა დაიმსახურა, ხოლო "საუკეთესო ახალბედა", იგივე "წლის Rookie" - დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი) გახდა. "მისტერ მებრძოლი" დამიან ლილარდია, "საუკეთესო მცველი" - რუდი გობერი, "შეუჩერებელი" - ჯეიმს ჰარდენი, ხოლო "საუკეთესო სათადარიგო" - ლუ უილიამსი.
* * *
ჯულსი