ეგრეც არაა რა ეხლა :დ ყველაფერზე დაჯმა არ გამოვა :დ
ოკლას ფანი ვარ და თან კაკრას კალათბურთს ვუყურებ სიეტლის ოკლაჰომაში გადაბარგებიდან, რა თქმა უნდა ჰარდენის წასვლაც გამიტყდა, იბაკასიც და დურანტისაც, დაჟე პერკინსისაც

მაგრამ ყველას არ აქვს ერთგულების ელემენტები გულში და სხვანაირად აფასებენ თავის მომავალს.
დურანტს ეჯმევა, რომ ისედაც ბეჭდის ნ1 ფავორიტში წავიდა და საკუთარი ძალებით არ გადაწყვიტა მოგება (ვთქვათ ბოსტონში ან ვაშინგტონში წასვლით), ჰარდენს საპირისპიროდ იმიტომ ხომ არ უნდა დავაჯვათ რომ თავის ირგვლივ სადაც აუშენებდნენ გუნდს, იქ წავიდა?
კარიერა შეიძლება დაასრულოს ბეჭდის გარეშე, ბეჭდის კი არა კონფერენციის ფინალიც შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ პირადად ჩემთვის მისი საქციელი უფრო დასაფასებელია, ვიდრე დურანტის.
რას მიაღწევს და რას არა, მაგაზე კარიერის ბოლოს შეიძლება მხოლოდ საუბარი, სადამდეც ჯერ ძალიან შორია.
მერე და ჯინობილის რაც შეეხება, მე რაც ყურება დავიწყე, უკვე 30+ იყო თუ არ ვცდები და მის კარიერაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მგონია ჰარდენის გაქანების მოთამაშე. ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება პოპოვიჩის სისტემის იდეალური კადრია და სხვაგან ვერც ვერასდროს გაკეთEბინა რამე ღირებული.
ისე, კი ვესბრუკ-დურანტ-ჰარდენის ოკლაჰომას ერთადერთი რაც აკლდა გამოცდილება იყო. ჩემი აზრით, ეგ გუნდი რო არ დაშლილიყო ლიწინ-ლიწინით მოიგებდნენ ბეჭდებს

ეჰ, იყო დრო და მომენტი, გამარჯობა სკოტ ბრუკს

თუ არ ვცდები 2012 წელს დურანტი MVP გახდა (შეიძლება ოლ სთარის MVP-ში მერევა) და სქორინგ ჩემპი, ჰარდენი მეექვსე კაცი, იბაკა დეფენსივ თიმში შევიდა და სკოტ ბრუკსი წლის მწვრთნელი :დ
რა ქვეყანა დაანგრიეს ამათ დდშვც