ძაან გაასწორა რომ ყველა ვიყავით. კარგ თამაშს გისურვებთ.
დაფიცებული მქონდა რომ არ ავირჩევდი ტრავმისკენ მიდრეკილ ხალხს ან ისეთებს ვინც ტოვებდა, მაგრამ არ გამოვიდა.
უკეთესი ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მე არ ვარ უკმაყოფილო.
გადაწყვეტილი მქონდა რომ ლილარდი ამეყვანა თუ მაღაი პიკი მექნებოდა. მე-4 მქონდა და მოვიდა ჩემამდე ლილარდი, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი.
30 + ქულიან სეზონს ველი ჩემი ოქროს ბიჭუნასგან.
ეიტონნი მეორე ფიქისთვის რისკია, მაგრამ მაგრად მჯერა რომ კარგი სეზონი ექნება.
ფოქსი - გასაგებია, ადეკვატური არჩევანი იყო მესამე პიკისთვის.
ობრე ჯუნიორი - ცოტა მაღალია, მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ობრეს აყვანა. წელს გოლდენში წესით დიდი დრო უნდა ჰქონდეს.
დეჟანტე - მთელი დრაფტის ყველაზე უცნაური არჩევანი. რომ დამაბრუნებინა დრო არ ავიყვანდი. ძალიან ადრეა მეხუტე პიკისთვის.
მარკანენი - მაღალი მჭირდებოდა და ყველაზე ადეკვატური ოფცია იყო დარჩენილებიდან.
ბოგდან ბოგდანოვიჩი - თავის სტილ სტატებს დამიდებს, ქულასაც, სამიანსაც და ცოტა პასსაც. წესით გუნდშიც ნორმალური როლი ექნება.
ბაგლი - თუ ისევ არ წამოწვა მშვენიერი ფიქია 8 ნომრისთვის.
დივინჩენცო - აი ეს მართლა რა ჯანდაბად მინდოდა ხეზ. აი ყველაზე ნი რიბა ნი მიასა. შარშან რამდენჯერმე ჰქონდა ნორმალური კონტრიბუცია, მაგრამ წელს არ ვარ დარწმუნებული. ბოლო წამს ავიღე დიდი ხანს ვფიქრობდი. რა დივინჩენცო

კენარდი - წესით კლიპერსს უნდა დასჭირდეს კენარდის სტილის სნაიპერი და მეც. სამქაულიანებისთვის ავიყვანე.
პორტერ ჯუნიორი, პოელტლი, ლუნი - ვეივერ კანდიდატებია სამივე, დიდ ხანს არ შევჩერდები. ლუნი სიანტერესოა წესით თავიდან დიდი დრო უნდა ჰქონდეს სანამ ვაისმენი გაუშინაურდება ძირითადს.
არ ვარ უკმაყოფილო, ვნახოთ რა იქნება.
* * *
აი დივინჩენცოს გამო უნდა წავაგო. საერთოდ ერთი მიზეზიც კი არ არსებობს რატომ უნდა გყავდეს გუნდში. არც დრო არ ექნება, არც შტატებს დებს.
აი ვინმეს ჰყავს ვაბშე აყვანილი რომელიმე.ლიგაში?