java83არაა, აი მანდ ზუსტად რომ პირიქით

არარეალიზებული რჩება

, ანუ ,,ისვენებს" იმ პასებით (ისვენებს მენტლურად, ფიზიკურად არა)
აი სიტყვაზე შაკი...განა ის უკეთესი მოთამაშე იქნებოდა, პასები რომ ეკეთებინა? არამც და არამც
შაკს უნდა ექნა რასაც აკეთებდა და უკეთEსი იქნებოდა, კობის უბურთოდ რომ არ დაეტოვებინა იგივე დეტროიტის საჩემპიონო სეზონში, ანუ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უნდა ყოფილიყო მასზე და თავადაც მეტი მოენდომებინა
ახლა ბარკლი, რომელსაც ჯეიმსის ფიზიკა ქონდა, ერთი წონა-ზომა
ჩარლზი ზოგჯერ ვებერ-იოკიჩურ პასებზე ადიოდა, მაგრამ ეს არ იყო ნამდვილი ბარკლი
ბარკლი იყო, როცა მაქსიმუმს სწურავდა დაცვას და ფარქვეშ უტევდა...
ახლა გარნეტი, რომელიც ასევე გროსმაისტერულ მაჩვენებელზე ადიოდა PF-ებს შორის პასებში
გარნეტი დიდი ვერაფერი მეპასეა, მაგრამ ადიოდა...
ყველაფერს რასაც ვწერ, ზუსტი გაგება უნდა და ნიუანსური

გარნეტის ის პასები არ იყო სუპერგამთამაშებლის, როცა ,,აგდებინებ", არამედ სხვანაირი
ჯეიმსი რა თქმა უნდა ლეგენდარული მეპასეა არაგამთამაშებლებში, მაგრამ რასაც ვამბობ ისაა, რომ ხშირად...როგორ ვთქვა, აი აქვს საშუალოდ 8 პასი ჰო?
ეგ 8 პასი შეუძლია გააკეთოს კიდევ უფრო ეფექტურად, ვიდრე ახლა აკეთებს
ამისთვის, ბურთი უფრო მეტხანს უნდა ეჭიროს და რაც მთავარია, მეტჯერ მოახდინოს მეტოქის დაცვის ფორსირება
აი ამას ვამბობ
უნდა შედიოდეს დრიბლინგით და წონის ხარჯზე ფართან...ჯორდანის საშუალო სროლა მას არც სჭირდება, ჯორდანს არ ქონდა ასეთი ფიზიკა
ლებრონი რომ სრულად დაიტვირთოს, გრინი ყოველ თამაშში 6 პერსონალურით გავარდება
და ლებრონი, იმ პასებს უნდა აკეთებდეს, როცა გამოსავალი არ არის ან სხვას აშკარად უკეთესი პოზიცია აქვს
არა თავისი ქულების ხარჯზე, რომელიც გუნდს სჭირდება...
ლებრონმა ახლაღა დაიწყო ამის მსგავსი და განა ეს ცუდია? როცა საჭიროა, ბურთს კი არ ათამაშებს ,,ირგვლივ" სან ანტონიოსავით, თავად აგდებს...
მეტი isolation და ნაკლები ,,სტანდარტული პასები" პარკერის სტილში
ლებრონს შეუძლია იყოს მეჯიქივით, აი მეჯიქის პასები, ეგ არ აკეთებდა ეგეთ პასებს
ესაა ნამდვილი გენიალური მეპასე, გარდა მოთამაშისა
პასებს შორის განსხვავებაზე ვსაუბრობ მე...
ლებრონი უნდა აკეთებდეს მეტ ქულას და მეტ, უკეთესს პასსაც, რომელიც მისივე მოქმედებას მოჰყვება და არა იმას, რაც მის სტილად ითვლება
ლებრონმა თქვა თავის დროზე, ტყუილად მაკრიტიკებთ, მე ასეთი მოთამაშე ვარ და პასებს მაინც ვიზამო
მაგრამ ის არაა ეგეთი მოთამაშე, რომ 2 მცველს გაცდება, შეუძლია ფარისკენ წავიდეს და ამის ნაცვლად, 3 ქულიანზე ასროლინებს იმას, ვინც არც თუ კარგი სნაიპერია ,,გადაბარება პასუხისმგმებლობის", რაც ლებრონის ბულკ ხასიათში ზის
ის ფიქრობს ,,სხვაც ვათამაშო" და ეს მისი სისუსტეა
ჯორდანი, რომელიც დიდად არ ჩამორჩება ჯეიმსს საშუალოთი პასების, საჭირო გახდებოდა და მეტ პასსაც გააკეთებდა
როცა საჭირო იყო
მაგრამ იცოდა, რომ საჭირო პირველ რიგში არის ქულები და მეტოქის დაცვის არევა
ჯორდანი ფარქვეშ შესული საშუალოზე ან 3 ქულიანზე ბურთს ,,არ დააბრუნებდა"
ლებრონი კი ამას ხშირად აკეთებს, არადა ჯორდანზე შეუჩერებელია ფართან ახლოს
მეტი არ ვიცი როგორ ავხსნა...დანკანს არ ჭირდებოდა ,,მეტი პასის კეთება", ის იდეალურად აკეთებდა ყველაფერს და სარგებელს იღებდა თავისი ფიზიკისგან
და ლებრონს შეუძლია იგივე რაოდენობი პასები, კიდევ უფრო ეფექტურად გუნდისთვის.
* * *
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მე ვარ მათ შორის, ვინც ,,ასისტებს" იცავს ყოველთვის, როცა სხვები ამბობენ...
მაგრამ აი, სტოქტონი, კიდი...იგივე პოლი, პეიტონი
სად არისო ბიჭებო ჩემპიონობა?
მე ნაყურები მაქვს ჩანაწერები ოსკარ რობერტსონის და იგივეს ვიტყოდი, მას მართლა არ შეეძლო მეტი ქულა
მეტნაკლებად, შეუძლია ალბათ პოლს ,,ქულების საშუალო ასწიოს", მითუმეტეს სტოქტონს, პეიტონსაც და ა.შ.
მაგრამ ეს არაა ისეთი თვალშისაცემი, როგორც ჯეიმსზე
რადგან ისინი მაინც ბუნებრივად აკეთებდნენ თავისი შესაძლებლობების ფონზე
ეს არა...
ისინი პასებსაც ბუნებრივად აკეთებდნენ, თამაშისთვის საჭირო იყო
და ჯეიმსი არ აკეთებს
მეჯიქ ჯონსონი ამიტომ არის ყველაზე დიდი ამ პოზიციაზე, რომ ის იყო იდეალური მექულე + იდეალური მეპასე
ჯეიმს კიდევ შეუძლია იყოს ჯორდანის დონის მექულე, თუ იქნება უფრო აგრესიული და იქნება მეჯიქის და სტოქტონის შემდეგ საუკეთესო მეპასეთა შორის, რომ იყოს ასეთი აგრესიული, როგორიც უნდა იყოს და არის ბუნებრივად
ჯეიმსის ,,პასების თამაში" არის არაბუნებრივი მისთვისაც, გარდა იმ თამაშებისსა, სადაც ის 40+ ქულას აგროვებს

ვულგარულად რომ ვთქვა: 40-ს უნდა აგროვებდეს, 30-ს ისროდეს საშუალოდ და შემდეგ, დიახაც, რაც მეტი პასი, მით უკეთესი. თავად სიტუაცია მოითხოვდესს იქნება პასებს მისგან...
იმის თქმა მინდა, რომ არ არის ,,მენტალურად მკვლელი", როგორც ჯორდანი (აი დაცვაზე, ჯორდანი ნაკლები ფიზიკითაც კი უკეთესი მცველია, ვიდრე ლებრონი...ეს ჰო წარმოუდგენელია? ჯეიმსის მსგავსი უნარების მქონე, შაკს დაუდგება როგორც ეგ მეჯიქმა გააკეთა ერთ–ერთ ფინალში, მაგრამ...ჯეიმსი ლეგენდებშია მცველებში, მაგრამ აქაც არაა რეალიზირებული ბოლომდე და ყველას დროის დეფენსივ5-შიც არ შევიყვანდი)
მეჯიქი ლებრონზე უკეთესი მეპასეა, მაგრამ პასებს არ ამოეფარებოდა, ჩემპიონობა თავად უნდა მოეგო ქულებით და მოეგოთ მისი პასებით
ლებრონს ეს არ აქვს, საჭირო ეგოიზმი. არაა საჭირო კობის მსგავსად ღორობდე

, ზღვარი არსებობს, მაგრამ თუ არჩევანია, აივერსონივით გაღორდე ჯობია, თუ ჯეიმსი ხარ
სხვა ვინ, თუ შენ არა? (და + პასებიც ამით მოიმატებს, აი ეს არ ესმის თავად მაგასაც)
This post has been edited by Piquecanthropus on 8 May 2018, 09:46